К основному контенту

მეწარმეობის კლუბის კონცეფცია

 

კლუბის  კონცეფცია

სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლის  სამოქალაქო  განათლების კლუბი  ,,პარტნიორი“

კლუბის  კურატორი  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი  და ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

კლუბის  მისია:  საჯარო  სკოლის  საბაზო  და  საშუალო  საფეხურის  მოსწავლეებში  სამეწარმეო  კომპეტენციების  განვითარება.

ხედვა:  საჯარო  სკოლის VII, VIII,  IX   და   X  კლასის  მოსწავლეების  ჩართვა  სასკოლო  და  სათემო  ცხოვრებაში,  სხვდსხვა  ტიპის  არაფორმალური  სწავლების  სტრატეგიების  დახმარებით  მათში  ლიდერული  თანამშრომლობითი  და სამეწარმეო უნარების  განვითარება.

მიმართულება:  საზოგადოებრივი.

მიზანი:  სკოლის  მოსწავლეებში  სამოქალაქო  განათლების  საგნის პოპულარიზაცია.

ამოცანები:

1.    საერთო ინტერესების  მქონე VII,  VIII,  IX , X  კლასის  მოსწავლეების შეკრება  და  გაერთიანება  კლუბში.

2.    სკოლის  ადმინისტრაციისაგან  საჭირო  დახმარების  მოთხოვნა ადამიანური  თუ  მატერიალური  რესურსების  მიღების  მიზნით  (კლუბისთვის  ოთახი, გათბობა,  საკანცელარიო ნივთები, კოლეგების,  კლასის  დამრიგებლების  მხარდაჭერა  და  მშობლების  ჩაყენება  საქმის  კურსში).

3.    კოლეგა  პედაგოგის  ჩართვა  მოხალისეობრივ  საწყისებზე  მუშაობის  პროცესში;

4.    პარტნიორ  არასამთავრობო  ორგანიზაციებთან  ახალგაზრდა  პედაგოგთა  კავშირი  და  საქართველოს  სამოქალაქო  განვითარების  ასოციაცია;

5.    პარტნიორი  ორგანიზაციის  მიერ  მოწვდილი  სილაბუსის  პილოტირება  და  დანერგვის  პროცესში  ანგარიშის  ჩაბარება.

6.    სხვადსხვა  ტიპის  ღონისძიებების  დაგეგემვა  განხორცილება,  მოსწავლეების  გააქტიურება,  ჩართვა    სასკოლო,  სათემო   და  საზოგადოებრივ  საქმიანობებში.

7.    კლუბის  მიერ  განხორციელებული  ღონისძიებების  ანალიზი  და  პიარ  კამპანია.

8.    სხვა კლუბებთან  თანამშრომლობა.

აქტივობები:

1.    საკლუბო  საქმიანობების  გეგმის  შედგენა;

2.    სკოლის  ადმინისტაციისთვის  შედგენილი  გეგმის   და  განაცხადის  წარდგენა,  მოხთხოვნა  სკოლის  ბაზაზე  კლუბის  რეგისტრაციის  შესახებ;

3.    მოთხოვნა კლუბისთვის  სკოლაში  ოთახის  გამოყოფის  და  საჭირო  საკანცელარიო  რესურსებით  აღჭურვის  შესახებ; 

4.    განცხადება  პედაგოგიურ  საბჭოს  შეკრებაზე   კლასის  დამირიგებლებისაგან  მხარდაჭერის  მისაღებად;

5.    მშობლების  ინფორმირება  საკლუბო  მუშაობის  და  კლუბის  წარმატებების  შესახებ;

6.    კლუბისთვის  სამუშაო  გეგმის  შემუშავება  გათვლილი  კალენდარულად;

7.    საკლუბო  კონკურსი VII,  VIII,  IX  და  X  კლასის  მოსწავლეებისთვის,  სამოქალაქო  განათლების  კლუბში   გასაწევრიანებლად.

8.    კლუბის  ლოგოს  და  სლოგანის  გადახედვა და  დამტკიცება მოსწავლეებთან  ერთად  ასევე  კლუბში  ლიდერების  არჩევა; 

9.    კლუბის  მოსწავლეების  მიერ  დაგეგმილი  ღონისძიებების  განხორციელება;

(სკოლის  მოსწავლეთა  თვითმართველობის  არჩევნები;  აქციები,  კონფერენცია,  ბიზნეს  გეგმის  შემუშავება,  სწავლება  ქეისებით  სათემო  აქტივობები,  პროექტი, მომავალი  კარიერის   ეფექტურად  დაგეგმვისთვის  საჭირო  უნარ-ჩვევების  განვითარება  ვიქტორინა  ადამიანის  უფლებების  დეკლარაციის  საერთაშორისო  დღესთან  დაკავშირებით,  ექსკურსია  საწარმოში, ტრენინგებზე  დასწრება,  რაიმე  ბიზნეს  იდეის  განხორციელება,  დასკვნითი  ღონისძიება  და  ა.  შ.)

10.    თვეში  ერთხელ  განხორციელებული  საქმიანობების  ანალიზი;

11.    დასკვნითი  ღონისძიება.

 

 

სამიზნე  აუდიტორია:  სსიპ.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლის  VII,  VIII,  IX  და  X  კლასის  20  მოსწავლე.

პიარკამპანია:  კლუბი  სკოლის  ბაზაზე  უკვე  მეორე  წელია  არსებობს. აქედან  გამომდინარე  მოსწავლეებს  უკვე  აქვთ  მეტ-ნაკლები  იფორმაცია  კლუბის  საქმიანობებს  შესახებ,  თუმცა  სასწავლო  წლის  დასწყისშივე  მივმართავ  სკოლის  დირექტორს  განცხადებით   რეგისტრაციის  და  მატერიალური  რესურსებით  აღჭურვის  შესახებ.  შეუთანხმდები  VII,  VIII, IX  და X  კლასის  დამრიგებლებს  და  პირველივე  მშობელთა  კრებებზე  ინფორმაციას  მივაწვდი  მშობლებს  კლუბის  საქმიანობების  შესახებ,  PP  სლაიდის  დახმარებით,  სადაც  დავიტან  წინა  წლების  საქმიანობებს.  იგივე  სლაიდს  გამოვყენებ  მოსწავლეებთან  შეხვედრის  დროსაც.  გარდა ამისა  პედაგოგიურ  საბჭოს  შეკრებაზე  ინფორმაციის  სახით  გავაცნობ  კოლეგებს  ჩემი  საკლუბო  საქმიანობის  შესახებ. კოლეგებში  მოვიძიებ  ერთ მოხალისე  თანაფასილიტატორ  პედაგოგს, ამის  შემდეგ  გამოვაცხადებ  კონკურს  კლუბში  მოსწავლეთა  გასაწევრიანებლად,  ასევე  კლუბის  საქმიანობების  შესახებ  ნებისმიერი  ინფორმაცია,  ნარატიული  თუ  ფოტო  ვიზუალის  სახით  განთავსდება  კლუბის  გვერდზე,   სოციალურ  ქსელში, სამომავლოდ  შემდეგ  სასწავლო  წლებში  მოსწავლეთა  კიდევ  უფრო  დაინტერესები  მიზნით.

 

კალენარული გეგმა:

 

 

N

განსახორციელებელი  აქტივობა

დრო  თვე  თარიღი

პასუხისმგებელი  პირი

შენიშვნა

1

კლუბის  შესხებ  მოსწავლეების  და  მშობლების  იფორმირება,  სკოლის  ბზაზე  კლუბის  რეგისტრირება.  დაანონსება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

18/22  სექტემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

2

საკლუბო  კონკურსი,  მოსწავლეთა  გასაწევრიანებლად.

25  სექტემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი 

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

3

კლუბის მუშაობის   სპეციფიკის   ძირითადი  ატრიბუტიკის  გაცნობა კლუბის  წევრებისთვის  და  საჭიროების  შემთხვევაში  ახლის  მიღება.

29  სექტემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი 

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

კლუბის  წევრები

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

4

საკლუბო  მეცადინეობა  თემაზე:

გასული  სასწავლო  წლის  განმავლობაში  შესწავლილი  მასალების  გამეორება.

ლიდერული  უნარ-ჩვევების  განვითარება.  სახალისო  აქტივობები.

2 /6  ოქტომბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

კლუბის  წრვრები,  მშობლები. 

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

5

პროექტი  ,,ჩემი  მომავალი  პროფესია“

 9/  20 ოქტომბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

კლუბის  წრვრები,  მშობლები.  მასწავლებლები,  სკოლის  ადმინისტრაცია,  მოწვეული  სტუმრები

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

6

ბიზნეს  გეგმის  შემუშავება

23/  27  ოქტომბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი,

კლუბის  წრვრები, 

ღონისძიება  განხოციელდება წინასწარ შერჩეულ დღეს 

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

7

სიმულაციური  ამოცანა თამარი  ბებოს  ქეისის  მიხედვით.

30  ოქტომბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი

კლუბის  წრვრები.

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

8

საქველმოქმედო  ღონისძიების  გეგმის  შედგენა.

 

8  ნოემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი, 

ნონა  ჯანჯიბუხაშვილი,

კლუბის  წევრები. 

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

9

საქველმოქმედო    აქციისთვის  მზადება 

17  ნოემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,  ნონა  ჯანჯიბუხაშვილი 

კლუბის  წრვრები,  მშობლები. 

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

10

საქველმოქმედო  აქცია  ,,  სოციალური  მაცივარი სოფელ“

24  ნოემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,  ნონა  ჯანჯიბუხაშვილი 

კლუბის  წრვრები. 

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

11

სიკეთე  გადამდებია

1  დეკემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი, ნონა  ჯანჯიბუხაშვილი 

კლუბის  წრვრები.

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

12

ექსკურისია  საწარმოში

2 დეკემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი, ნონა  ჯანჯიბუხაშვილი     

კლუბის  წევრები.

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

13

სწავლება ქეისებით ,,სოფელი  ტყის პირას“  იმიტაცია

6  დეკემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,  ნონა  ჯანჯიბუხაშვილი 

კლუბის  წევრები.

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

14

ადამიანის  უფელაბათა  საყოველთაო  დეკლარაციის  დღისადმი  მიძღვნილი ვიქტორინა;

9 დეკემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,  ნონა  ჯანჯიბუხაშვილი 

კლუბის  წევრები.

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

15

დასკვნითი  ღონისძიება  მოსწალეები  მოიწვევენ  პედაგოგებს,  მშობლებს,  სხვა  კლუბის  წევრებს,  და  გააცნობენ  მათ  მიერ  განხორციელებულ  საქმიანობებს,  რომელიც  მომზადებული  იქნება  PP  სლაიდის  სახით.

20  დეკემბერი

კლუბის  მეურვე  პედაგოგები  ნანა  ნიკოლაშვილი,  ნონა  ჯანჯიბუხაშვილი  და  ლიდერები

აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.

 

 

ინფორმაცია  უკვე  არსებული  კლუბის  შესახებ.

 

სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  სამოქალაქო  განათლების  კლუბის  სახელწოდებაა  ,,პარტნიორი“

კლუბი  დაარსდა  2021  წელს

კლუბის  ლოგო



სლოგანი

ერთად  ჩვენ  ვმართავთ  ჩვენს  ძლიერ  მომავალს!

მოკლე  ინფორმაცია  კლუბი  შესახებ

1.     ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

 

1.1   გაერთიანების ტიპი: (თვითმმართველობა, კლუბი)   სამოქალაქო  მეწარმეობის  კლუბი

1.2   სკოლა: სსიპ  სოფელ  ველისციხის საჯარო  სკოლა

1.3   მუნიციპალიტეტი:  გურჯაანის

1.4   მისამართი:  გურჯაანის მუნიციპალიტეტი  სოფელი  ველისციხე

1.5   საკონტაქტო ინფორმაცია:    T: 577–94–47–06

                                                                       @: nana.nikolashvili@gmail.com

1.6   გაერთიანების წევრთა რაოდენობა:   22  წევრი

 

 

 

 

2.     მონაცემები გაერთიანების თავმჯდომარის შესახებ:

 

2.1   სახელი და გვარი: ნანა  ნიკოლაშვილი

2.2   დაბადების თარიღი: 1976  წლის  31  იანვარი

2.3   კლასი: სამოქალაქო  განათლების მენტორი პედაგოგი

2.4   მისამართი: გურჯაანის  მუნიციპალიტეტი  სოფელი  ველისციხე

2.5   საკონტაქტო ინფორმაცია:    T: 577–67–86–34

                                                                        @: Nana.nikolashvili@gmail.com

 

 

3.     ინფორმაცია გაერთიანების შესახებ:

 

 

3.1   აღწერეთ გაერთიანების სტრუქტურა: (ამ გრაფაში უნდა ჩანდეს გაერთიანების სტრუქტურული დაყოფა და მისი წევრი       მოსწავლეების  შერჩევის კრიტერიუმები )

3.2   განხორციელებული პროექტები: (გთხოვთ აღწეროთ ყველა ის აქტივობა, რომელიც თქვენს გაერთიანებას აქვს განხორციელებული)

3.3   გთხოვთ მოკლედ აღწეროთ ის მოტივაცია თუ რატომ გსურთ გახდეთ ალიანსის წევრი:

3.4   თქვენი აზრით, რა შეიძლება შემატოს საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა თქვენს მცირე გაერთიანებას?

3.5   გაერთიანების სამომავლო გეგმები:

 

 

სამოქალაქო  კლუბის  სტრუქტურა

   კლუბი  შეიქმნა  2021 წელს  ახალგაზრდა პედაგოგთა  კავშირისა   და  საქართველოს  სამოქალაქო  განვითარების    ასოციაციის  დახმარებით.    კლუბს  ხელმძღვანელობს  სამოქალაქო  განათლების  პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი  ხოლო  თანაფასილიტატორია   ისტორიის  პედაგოგი ნონა  ჯანჯიბუხაშვილი  კლუბში  გაწევრიანებულნი  არიან  საბაზო  ძირითადად VII,  VIII, IX  და  საშუალო  საფეხურის X კლასის  მოსწავლეები.  მოსწავლეების  გაწევრიანება  მოხდა  მათივე  სურვილით. გასულ  წელს  მოსწავლეებს  ვასწავლიდით  პიროვნული  განვითარების  გაძლიერებაზე  მიმართულ  მასალებს.  განვახორციელეთ  უამრავი  აქცია,  მათ  შორის  საქველმოქმედო  აქციები.  სკოლისთვის  შევიძინეთ  სკამები  და  საკანცელარიო  რესურსები.  ასევ  დიდი  სურვილი გვაქვს  სოფლის  ტაძარს  შევწიროთ  სოციალური  მაცივარი.

    დიდი  სურვილი  გვაქვს  გავეცნოთ  სხვების  მუშაობის  მეთოდებს  და  გაუზიაროთ  ჩვენი.

   გვექნება  შესაძლებლობა  ჩვენი  მიღწევები  გავაცნოთ  სხვებს .   ერთი  თავი  კარგია,  მაგრამ  ორი  უკეთესი.      

მჭიდრო  თანამშრომლობის  იმედ  ვიტოვებთ.

2022-2023 სასწავლო  წლისთვის  კლუბს  დაგეგემილი  აქვს  სასწავლო  სილაბუსის  მიხედვით გაწერილი    ღონისძიებები:

 

 

 

 

კლუბის  წესდების  ლინკი

https://veliscixe.blogspot.com/2022/11/blog-post.html

 

კლუბის  საწევრო  ანკეტა

https://veliscixe.blogspot.com/2022/11/blog-post_21.html

 

კლუბის  ელექტრონული  მისამართი

იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია | Facebook

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,, საბაზო საფეხურზე კლასის მართვის პრობლემები და გაუმჯობესების გზები“

პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა ,, საბაზო    საფეხურზე  კლასის  მართვის  პრობლემები  და  გაუმჯობესების  გზები“ სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა; პედაგოგები: 1  მანანა  აბულაძე  -   რუსული  ენისა  და  ლიტერატურის  უფროსი  პედაგოგი 2.  ნანა  ნიკოლაშვილი - სამოქალაქო  განათლების  უფროსი  პედაგოგი                                                                სარჩევი 1.       შესავალი  ....................................................................

გაკვეთილის გეგმა ,,კონფლიქტები"

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანა   ნიკოლაშვილი   საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო / მე-9 ა კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 27 გაკვეთილის თემა: კოფლიქტები გაკვეთილის   ტიპი: სამოდელო - პრობლემის   გადაჭრაზე   ორიენტირებული. გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეები ამოიცნობენ კონფლიქტის მახასიათებლებს ; იმსჯელებენ მის   გამომწვევ მიზეზებზე ,   განიხილავენ მის დადებით და უარყოფით შედეგებს.   გააკეთებენ   დასკვნებს   კონფლიქტი   მოგვარების   გზებზე. N აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით) დრო (წთ) 1 გაკვეთილის   დასწაყისში   მასწავლებელი   აგვარებს   საორგანიზაციო   საკითხებს:   კითხულობს   სიას,   მოსწავლ...

გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში