К основному контенту

გაკვეთილის გეგმა ,,კონფლიქტები"


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ნანა  ნიკოლაშვილი 
საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო / მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 27
გაკვეთილის თემა: კოფლიქტები
გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო - პრობლემის  გადაჭრაზე  ორიენტირებული.
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები ამოიცნობენ კონფლიქტის მახასიათებლებს ; იმსჯელებენ მის  გამომწვევ მიზეზებზე ,  განიხილავენ მის დადებით და უარყოფით შედეგებს.  გააკეთებენ  დასკვნებს  კონფლიქტი  მოგვარების  გზებზე.
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)

1



გაკვეთილის  დასწაყისში  მასწავლებელი  აგვარებს  საორგანიზაციო  საკითხებს:  კითხულობს  სიას,  მოსწავლეებს  აცნობს  გაკვეთილის  თემას,  მიზანს  და  შეფასების  ფორმას  და  სქემას. 

ზუსტად  რეგლამენტირებულ  პედაგოგიური.
მთელი კლასი
ფლიფჩარტი,  მარკერი,  ფურცლები.  კლასში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული  შეფასების რუბრიკები. ჟურნალი, კალამი.
2 წთ.
2


A  ფაზა.
გამოწვევის ფაზა:
პრობელმის  იდენტიფიცირება  და  ანალიზი:
აქტივობა  N  1. 
აქტივობის  მიზანი: მოსწავლეები  დაფიქრდებიან  კონფლიქტის  გამომწვევ  მიზეზებზე.
 შემდეგ  მასწავლებელი  მოსწავლეებს ჰყოფს  ორ  ჯგუფად  ერთ  ჯგუფს  სთხოვს  ოთახის  ერთ  კუთხეში  განთავსდნენ  ხოლო  მეორე  ჯგუფი  გაჰყავს  დერეფანში,  მოსწავლეებს  ევალებათ  პირველ  ჯგუფს  რადაც  არ  უნდა  დაუჯდეთ  ოპონენტები  დაითანხმონ  დაუთმონ  ფორთოხალი. (მათ  ფორთოხლის  ცედრა   სჭირდებათ რათა  გამოაცხონ  ნამცხვარი  და  ყველას  უწილადონ)  დავალება  სრულდება  2 წთ-ის  განმავლობაში  ჟესტიკულაციის  გამოყენებით.  მეორე  ჯგუფიც  ჟესტიკულაციის  დამარებით  ცდილობს  დაეპატრონოს  ფორთოხალს.  (მათ  ფორთოხლისაგან  უნდა  გამოწურონ  წვენი  და  ყველას  უწილადონ) სიტუაციის  გათამაშების  შემდეგ  მოსწავლეები  უზიარებენ  ერთმანეთს  საკუთარი  ქმედების  შედეგებს.












ენერჯეიზერი













ჯგუფური








ფორთოხალი,  საკლასო  ოთახი, დერეფანი, დამხმარე  პედაგოგი.





5წთ.
3



აქტივობა  N  2. 
აქტივობი  მიზანი:  მასწავლებელი  იკვლევს მოსწავლეთა  ცოდნას  კონფლიქტების  თემაზე.
 მასწავლებელი  მოსწავლეებს  აზრობირივი  რუკის  დახმარებით  გამოკითხავს  რა  იციან  ზოგადად  კონფლიქტის  შესახებ


აზრობრივი  რუკა

მთელი  კლასი
  ფლიფჩარტი,  მარკერი
3 წთ.
4


აქტივობა  N  3. 
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები  დაინახავენ   და  დაფიქრდებიან კონფლიქტების  უარყოფით  შედეგზე.
დოკუმენტური  ფილმის  ჩვენება  ,,მეზობლები“ 
ფილმის  ჩვენება




მთელი  კლასი


კომპიუტერი,  პროექტორი.
სწავლება  დოკუმენტური  ფილმების  დახმარებით. DVD  დისკი.
https://drive.google.com/drive/my-drive?ogsrc=32 ფილმში  მოცემულია  კონფლიქტური  სიტუაციის  ნეგატიური  შედეგები.  აღნიშნული  რესურსი  არის  ძალიან  კარგი  საშუალება  რათა  მოსწავლეებმა  გააცნობიერონ  კონფლიქტის  უარყოფითი  შედეგები.
8 წთ.









5
აქტივობა  N  4. 
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები  იმსჯელებენ კონფლიქტების  უარყოფით  შედეგზე.

დისკუსია  მოძრავი  მიკროფონი
ინდივიდუალური,  მთელი  კლასი

მიკროფონი
3  წთ.
6



 ფაზა  B  სიღრმისეული  წვდომა:
პრობელმის  დანაწევრება  და  მათი  პრიორიტეტებად  დალაგება.
აქტივობა  N  5. 
აქტივობის  მიზანი:  მასწავლებელი  მოსწავლეებს  აწვდის დამატებით  ინფორმაციას  კონფლიქტების  შესახებ.
მასწავლებელი  მოსწავლეებს  უკითხავს  აქტიურ  ლექციას  PP სლაიდის  დახმარებით.  


აქტიური  ლექცია



საერთო საკლასო

კომპიუტერი,  PP  სლაიდი, პროექტორი.
5წთ.
7
აქტივობა  N  5. 
აქტივობი  მიზანი: მოსწავლეები  სიტუაციურ  ამოცანის  დახმარებით  ღებულობენ  კონფლიქტური  სიტუაციის  გადაჭრის  გზებს.
  მოსწავლეები  მასწავლებლის  დახმარებით  ეცნობიან კონფლიქტურ   სიტუაციას  ,,ქეისს“  და  განიხილავენ  კონფლიქტურ  სიტუაციის  გადაჭრის  ექვსეტაპიან  მიდგომას.
კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა

1.       მხარე 1: მოთხოვნები
ა.
ბ.
გ.
დ.
1.       მხარე 2: მოთხოვნები
ა.
ბ.
გ.
დ.
2.       არსებული კონფლიქტის განსაზღვრება
3.       არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზები
ა.
ბ.
გ.
დ.
4.       მხარე 1: გადაჭრის გზების შეფასება
ა.
ბ.
გ.
დ.
4. მხარე 2: გადაჭრის გზების შეფასება
ა.
ბ.
გ.
დ.
5. რომელია კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა?
6. როდის და როგორ შეფასდება, რამდენად სწორად გადაიჭრა ეს კონფლიქტი?
სიტუაციური  ამოცანა
წყვილებში
სქემა,  სიტუაციური  ამოცანა.
 10 წთ.
8



ფაზა C . რეფლექსია
პრობლემის  გადაჭრის  იდეის მოძიება  ჩამოყალიბება  და  წარდგენა
აქტივობა  10   გაკვეთილის  ბოლოს  მასწავლებელი  უკითხავს  მოსწავლეებს  იგავს  ,,ყველაფერი  შენს  ხელშია“.


მხატრული  კითხვა

მთელი  კალსი
იგავი.  ,,ყველაფერი  შენს  ხელშია“
დიდი ხნის წინ ერთ უძველეს ქალაქში ცხოვრობდა ოსტატი, რომელსაც ბევრი მოსწავლე ჰყავდა. ერთხელ მათ შორის  ყველაზე ნიჭიერი ჩაფიქრდა: „არსებობს კითხვა, რომელზეც ჩვენი ოსტატი ვერ მიპასუხებს?
აყვავებულ მინდორში ულამაზესი პეპელა დაიჭირა და ხელისგულში მოიმწყვდია. პეპელა ხელისგულზე ფეხებით ებღაუჭებოდა და უღუტუნებდა.
გაღიმებული მოსწავლეს ოსტატთან მივიდა და ჰკითხა:
-აბა, მითხარით: ხელში ცოცხალი პეპელა მყავს თუ მკვდარი?მას პეპელა ხელისგულში ისე ჰყავდა მომწყვდეული, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო ოსტატის პასუხის შესაბამისად ემოქმედა - პეპელა ცოცხალი დაეტოვებინა ან მოეკლა. ოსტატს მოსწავლის ხელებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე უთხრა:
ყველაფერი შენს ხელშია!

3  წთ
9
რეფლექსია -მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და უპასუხონ: მიღებული ცოდნით შევძლებენ თავიდან ავირიდონ კონფლიქტის უარყოფითი შედეგები და მივიღოთ  დადებითი? პასუხი დაასაბუთეთ.
 დასკვნა
ინდივიდუალური
თვითშეფასების  რუბირკა
3  წთ
10
მოსწავლეთა  შეფასება
უკუკავშირი

შეფასების  რუბრიკა

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოქ.IX.8. მოსწავლეს  შეუძლოა  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
·           თანაკლასელებთან ერთად ,საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ,შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას .
·         განიხილავს კომფლიქტის  მოგვარების შესაძლო გზებს.არჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტურს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
კი-2ქ.
არა - 0ქ.
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს


ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი


პატივს ვსცემდი სხვის მოსაზრებას


ჯგუფს ვეხმარებოდი ინფორმაციის სწორად და სწრაფად მოძიებაში


ვიცავდი დროის ლიმიტს










ხელმოწერა:  ნანა  ნიკოლაშვილი
თარიღი:  13/12/2018  წელი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,, საბაზო საფეხურზე კლასის მართვის პრობლემები და გაუმჯობესების გზები“

პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა ,, საბაზო    საფეხურზე  კლასის  მართვის  პრობლემები  და  გაუმჯობესების  გზები“ სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა; პედაგოგები: 1  მანანა  აბულაძე  -   რუსული  ენისა  და  ლიტერატურის  უფროსი  პედაგოგი 2.  ნანა  ნიკოლაშვილი - სამოქალაქო  განათლების  უფროსი  პედაგოგი                                                                სარჩევი 1.       შესავალი  ....................................................................

გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში