სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის
მეწარმეობის კლუბის
,,პარტნიორის”
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მეწარმეობის კლუბი პარტნიორი დაარსებულია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და საქართველოს სამოქალაქო განვიტარების ინსტიტუტის მიერ „კარიერული წინსვილასა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ პროექტის ფარგლებში ევროკავშირისა და კორნანდ ადენაუერის ფონდის ფინანსური მხადრაჭერით.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ველისციხე.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1სამეწარმეო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.4 მოსწავლეთა ინიციატივების, პროექტების და სხვა ღონისძიებების განხორცილება;
2.5 კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.7 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII, VIII, IX , X, XI, XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის წევრების მიერ, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან შეთანხმებით.
3.5კლუბის წევრს უფლება აქვს აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ნებისმიერ ორგანოში ან თანამდებობაზე(ასეთის არსებობსი შემთხევევაში), მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან/და უხუცეს წევრთას საბჭოსთან შეთნხმების გარეშე.
3.8 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.9 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება,დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები კლუბის შემადგენლობაში არსებულ ორგანოებში (ასეთის არსებობსი შემთხვევაში), დანიშნოს კლუბის წევრთაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანალიზოს ფუნქიები,, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.1 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიოს კლუბის საანგარიშო პერიოდის ანგარიში, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს კლუბის ლიდერი.
4.3 კლუბის ლიდერად აირჩვეა ერთი სასწავლო წლის ვადით.
4.4 ერთი და იგივე კანდიდათი ზედიზედ კლუბის ლიდერად შეილება არეულ იქნას 2 ვადით.
4.5 კლუბს შეილება ქონდეს კლუბის შიგნით ორგანოები, თემატური ჯგუფები, რომლები მუშაობენ თავიანთ სფეროში და ანგარიშს წარუდგენენ კლუბის პრეიდენტს. საერთო კრებას აღნიშნულ ანგარიშებს გაანობს კლუბის ლიდერი.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ კვირაში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები პერიოდულად ფორმდება საოქმო ანგარიშით.
6. კლუბის ქონება:
6.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.2 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.3 გრანტებით.
6.4 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.5 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად
7. კლუბის რეორგანიაია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 საერთო კრების გადაწყვეტილებით
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
8. დასკვნითი დებულება:
8.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე
2022 წლის 20 სექტემბერი
Комментарии
Отправить комментарий