პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
,, საბაზო
საფეხურზე კლასის მართვის
პრობლემები და გაუმჯობესების
გზები“
სსიპ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის
საჯარო სკოლა;
პედაგოგები:
1 მანანა
აბულაძე - რუსული ენისა და ლიტერატურის
უფროსი პედაგოგი
2. ნანა ნიკოლაშვილი
- სამოქალაქო განათლების
უფროსი პედაგოგი
სარჩევი
1.
შესავალი .......................................................................................................
2
2.
ლიტრატურის მიმოხილვა.........................................................................
2
3.
პრობლემა და საკვლევი საკითხი............................................................
4
4.
პრობლემის შერჩევა......................................................................................4
5.
მიზანი
..............................................................................................................6
6.
კვლევის მთავარი
კითხვა ...........................................................................6
7.
კვლევის გეგმა
................................................................................................7
8.
მონაცემთა ანალიზი .....................................................................................8
9.
კვლევის მიგნებები
......................................................................................11
10.
შესაძლო ინტერვენციები
...........................................................................12
11.
განხორციელებული ცვლილებელი
.......................................................12
12.
რეკომენდაციები
..........................................................................................13
13.
ინტერვენციის შეფასება ..............................................................................14
14.
დასკვნა............................................................................................................14
15.
ბიბლიოგრაფია...............................................................................................14
16.
დანართები.....................................................................................................15
-1-
შესავალი
მასწავლებლის მიერ კლასში შესრულებულ
ფუნქციათა შორის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი სფერო კლასის
მართვაა, თუ მასწავლებელს
კლასის ეფექტური მართვა
შეუძლია, სწავლა და სწავლება გაცილებით
წარმატებულია.
წინამდებარე ნაშრომი
არის პრაქტიკული კვლევის
ანგარიში. ნაშრომში განხილულია,
კლასის მართვის პრობლემები
და ამ პრობლემების
გადასჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცლილებები.
ლიტერატურის
მიმოხილვა
ადამიანთა ქცევას სამი რამ განაპირობებს:
სურვილი, ემოცია და ცოდნა.
პლატონი
ეფექტური მასწავლებელი
კალსში ბევრ ფუნქციას
ასრულებს. ეს ფუნქციები
სამ ძირითად სფეროდაა
გაერთიანებული:
1. სწავლების მეთოდების
სწორად შერჩევა და გამოყენება;
2. სასწავლო გეგმის
მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე;
3. კლასის მართვის
მეთოდების ეფექტური გამოყენება.
სწორედ ჩვენი კვლევის
მიზანს წარმოადგენს ზემოთ ხსენებული მესამე
სფერო.
ლონგი და ფრაი (1985 წელი)
თავიაანთ წიგნში ,,პარასკევამდე მიღწევა:
კლასის წარმატებით მართვის
სახელმძღვანელო“ აღნიშნავენ, რომ არასწორია იმის მტკიცება თითქოს:
ეფექტური მასწავლებელი
ახერხებს, თავიდან აიცილოს
დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა იმით, რომ მოსწავლეებს
ინტერესის მოდუნების საშუალებას
არ აძლევს; ის ყოველთვის
მოსწავლეთათვის საინტერესო მასალასა
და აქტივობებს იყენებს.
კლასში დიციპლინასთან დაკავშირებული
პრობლემები მხოლოდ აკადემიურ
საკითხებს, მათ შორის,
მოსწავლეთა საგნით დაინტერესებას
არ უკავშირდება. მოსწავლეებს
შეიძლება სახლში ჰქონდეთ
პრობლემები, რომლებიც შემდეგ
სკოლაში გადმოაქვთ; მათ შეიძლება თანატოლებთან
ჰქონდეთ პრობლემური ურთიერთობები
რომლებიც თავს იჩენს არა მხოლოდ
შესვენებეზე არამედ გაკვეთილზეც;
ასევე,
მოსწავლეების დისციპლინის განმსაზღვრელი
შეიძლება მათი განწყობის
ცვლილებებიც იყოს ( გვ.3-4)
ანალოგიურ
დასკვნებს აკეთებენ ედმუნდ
ემერი, ჯული სენფორდი, ბარბარა
ქლემენსი
-2-
და ჟან მარტინი
(1982 ). ეს ავტორები კველის
სინთეზის შედეგად ასკვნიან:
ზოგად
საგანმანათლებლო სკოლის ყველა კლასში კლასის
მართვა ეფექტური სწავლების
განუყოფელ კომპონენტად ითვლება.
თუ მასწავლებელს არ აქვს უნარი,
გააღვივოს თანამშრომლობითი დამოკიდებულება მოსწავლეებში
დ ჩართოს ისინი სხვადსხვა აქტივობებეში,
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწავლის შედეგები ეფექტური
აღმოჩნდეს... ამასთანავე, კლასის
ცუდი მართვა იწვევს
დროის ფუჭ ხარჯვას,
ამცირებს დროს, რომელსაც
მოსწავლეები უშუალოდ დავალების
შესრულებაზე ხარჯავენ. ზოგადად,
კლასის არასწორი მართვის
პირობებში სასწავლო გარემო
არ არის ისეთი ხარისხიანი როგორიც
უნდა იყოს (გვ.13)
კლასის მართვა
ყოვრლთვის ითვლებოდა მასწავლებელბისთვის ერთ-ერთ
ყველაზე საჭირბოროტო საკითხად.
კლასის მართვის მეთოდების
პირველი ცნობილი ფართო მასშტაბიანი კვლევა
ჩატარდა ჯაკობ ქოუნინის მიერ (1970
წელი). კლასის მართვის
შესახებ ჩატარებულ კვლევებში
მნიშვნელოვანი იყო 1976 წელი, როცა ბროფისა და ევერთსონის კვლევის
შედეგები გამოქვეყნდა. კლასის
მართვა აღმოჩნდა ეფექტური
სწავლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი
ფაქტორი. ბროფი და ევერთსონი თავიაანთ
კვლევაზე წერენ: ,, კლასის
მართვის უნარი მასწავლებლის
წარმატების განმაპირორბებელი ძირითადი
ფაქტორია.
მასწავლებლის
წარმატების საზომად კი შეიძლება გამოიყენებოდეს მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება. ასე რომ, კლასის
მართვის უნარი მასწავლებლისათვის გადამწყვტი
მნიშვნელობის მატარებელია. ის, ვისაც მართვის
უნარი კარგად არ აქვს განვითარებული
ვერ იქნება წარმატებუ;ლი
მასწავლებელი( გვ.27).
ამ კვლევებით
გაკეთდა საინტერესო დასკვნა:
კლასის მართვაზე ყურადღება
სასწავლო წლის დასწაყისშივე
უნდა იქნეს გამახვილებული, რადგან
ეს იქნება გარანტი
იმისა რომ კლასის
მართვა სასწავლო წლის მანძილზე სირთულეს
აღარ წარმოადგენდეს.
კლასის მართვის
სფეროში ჩატარებული შემდგომი
კვლევებიდან საყურადღებოა ჯერებ
ბროფის ,, კლასის
სტრატეგიის კვლევა“ (ბროფი 1996 წელი)
(ბროფი და მაქქასლინი , 1992 წელი).
ბოლო 30 წლის განმავლობაშ ჩატარებული
კვლევები ადასტურებს, რომ კლასის მართვა
არის ეფექტური სწავლების
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
ამ სფეროში
ჩატარებული კვლევები ადასტურებს,
რომ წესებისა და პროცედურების ჩამოყალიბება
და დანერგვა მნიშვნელოვან
ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა
ქცევასა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
თუმცა კვლევები, ასევე, ადასტურებს , რომ არ შეიძლება
წესები და პროცედურები
მოსწავლეებს თავს მოვახვიოთ.
წესები და პროცედურები
მოსწავლეებს კარგად უნდა ავუხსნათ და აქტიურად ჩავრთოთ
მათ დანერგვაში.
მკვლევარები
აღნიშნავენ: წარმატებული მასწავლებლები
ხარჯავდნენ დროსა და ენერგიას იმისთვის,
რომ აეხსნათ მოსწავლეებისათვის არა მხოლოდ წესები,
არამედ ამ
-3-
წესების დანერგვის აუცილებლობაც.
ამ მოსწავლეებისათვის იმის გაგება, თუ რატომ უნდა შეასრულონ ესა თუ ის წესი, ძალიან
მნიშვნელოვანია. მხოლოდ ასეთი პროცესის გავლის
შემდეგ შეიძლება იქცეს წესი მოსწავლისათვის მისაღებად.
გამოიკვეთა ნაკლებაად წარმატებული
მასწავლებლების მახასიათებლებიც; მათ კლასებში ან საერთოდ არ არსებობდა წესები
და პროცედურები ( შესაბამისად,
მასწავლებელს ყოველ წუთს უხდებოდა ახალი გადაწყვეტილების მიღება,
რაც მას სწავლების
პროცესს ხშირად აწყვეტინებდა), ან იმდენი წესი ჰქონდათ კლასში
დანერგილი, რომ დეტალებზე
ზედმეტი კონცენტრაციის გამო, თავად წესი მნიშვნელობას კარგავდა (გვ
58-59).
კლასის
მართვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული პროგრამაა
კლასის ორგანიზაციისა და მათვის პროგრამა (კომპი) კომპი შეიმუშავეს ქეროლაინ
ევერთსონმა და მისმა კოლეგებმა ვანდერბლითის
უნივერსიტეტიდან. ეს პროგრამა
ხაზს უსვავს წესებისა
და პროცედურების დანერგვის
აუცილებლობას. ასევე პროგრამა
ეხება კლასის ორგანიზაციის
პრინციპებს, მოსწავლეთა ანგარიშვალდებულების დაწესებას,
სწავლების დაგეგმვასა და ორგანიზაციას, სწავლების
პროცესის წარმართვასა და ძალისხმევის შენარჩუნებას.
აღნიშნული მასალები
ამოღებულია რობერტ ჯ. მარზანო,
იანა ს. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგის
წიგნიდან ,,კლასის მართვა:
კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული
მეთოდები მასწავლებლებისათვის“ (2003).
რომელშიც მოცემულია დისციპლინის
გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციები, ასევე რეკომენდაციები მასწავლებლის
და მოსწავლის ურთიერთობის
შესახებ, საუბარია მასწავლებლის მენტალურ
მზაობაზე, მოსწავლის პასუხიმგებლობაზე კლასის
მართვასთან დაკავშირებით. განხილულია
ღონისძიებები რაც კლასის
ეფექტურ მართვასთან არის დაკავშირებული.
აღნიშნულ წიგნს თან ახლავს
დისკი, რომლის ნახვამაც
უაღრესად დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩვენზე, ბევრი რამ რაც კლასის მართვასთან
იყო დაკავშირებული, არმოჩნდა
ჩვენთვის სიახლე, რომელსაც
სიამოვნებით დავნერგავდით მომავალში
ჩვენს პრაქტიკაში, რათა სწავლა-სწავლება უფრო წარმატებული იყოს.
პრობლემა და საკვლევი
საკითხი
პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული
კვლევა ჩატარდა სოფელ ველისციხის საჯარო
სკოლაში, სკოლას ჰყავს
........... მოსწავლე, რომელთაგანაც
...... საფეხურზე სწავლობს.
სამიზნე ჯგუფად შევარჩიეთ
IX ბ კლასი
( 19 მოსწავლე).
მიუხედავად იმისა რომ ესგ-ეს
სტანდატით საგანი სამოქალაქო
განათლება ისწავლება მე-7 კლასისდან ინტეგრირებულად ისტორიასთან
ერთად, რეალურად მოსწავლეები
საგნის სწავლას პირველად მეცხრე კლასში იწყებენ. აქედან
გამომდინარე მე როგორც
პედაგოგს უამრავი გამოწვევის
წინაშე მიწევ დგომა.
მოსწავლეებს ვალდებული ვარ ესგ-
-4-
ეს სხვა მოთხოვნებთან
ერთად შევასწავლო და უნარ-ჩვევაში გადავუზარდო
მათი უფლება მოვალეობები
და მათ შორის სკოლაში ქცევის
წესები. რადგან შესასწავლი მასალა
დიდია, ხოლო საგნის
დატვირთვა მხოლოდ 2 სთ-ს შეადგენს
კვირაში ამიტომ დამატებით
სკოლის მოსწავლეებს ვამეცადინებ
სამოქალაქო განათლების კლუბში. ამ
კლასში განსაკუთრებით გამიჭირდა.
მოსწავლეები არათუ სამოქალაქო
განათლების კლუბის მეცადინეობებს
არ ესწრებოდნენ, არამედ
გაკვეთილების გაცდენასაც ცდილობდნენ,
ხშირად იგვიანებდნენ გაკვეთილზე
და მოდიოდნენ სასწავლო
ნივთების გარეშე, ასევე საგაკვეთილო პროცესში
არ მაძლევდნენ საშუალებას
ამეხსნა ახალი მასალა,
რადგან სისტემატიურად ჰქონდათ
პრობლემები სკოლაში მომუშავე
სხვადასხვა პირებთან მათ შორის პედაგოგებთან
და მანდატურებთან, ეს კი მიმაჩნდა
დროის ფუჭ ხარჯვად
რადგან მათ , რომ გაეთვალისწინებინათ და დაეცვათ სკოლის
შიანაგანაწესი, ვთვლი შევძლებდი
სასწავლო თემატიკის უფრო მეტად
გამრავალფეროვნებას და არ ვიქნებოდით
ორიენტირებული მხოლოდ მინიმუმზე.
ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია
ის, რომ პედაგოგებთან
გასაუბრებით აღმოვაჩინე, უმრავლესობას
უჭირდა კლასში მოსწავლეთა
ქცევის მართვა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორმა პედაგოგმა
შუა სასწავლო წელს დატოვა კლასი ქცევის მართვასთან
დაკავშირებული პრობლემების გამო. რამოდენიმეჯერ
კლასის
დამრიგებლის და დირექციის
მოთხოვნით შევიკრიბეთ კლასში
შემსვლელი მასწავლებელბი და გამოიკვეთა, უმრავლესობა
უჩიოდა აღნიშნულ საკითხს,
ამ პრობლემის მიზეზების
დადგენის მიზნით რუსუსლი
ენისა და ლიტერატურის
პედაგოგმა მანანა აბულაძემ
გამოთქვა სურვილი ჩაგვეტარებინა პედაგოგიური
კვლევა და დაგვედგინა
პრობლემის მიზეზები და დაგვესახა გაუმჯობესების და პრობლემის
მოგვარების გზები, რომელსაც
კვლევის რეკომედაციებში და დასკვნებში
წარმოვადგენდით.
ჩვენ გამოვთქვით ვარუდები,
რომ პრობლემის გამომწვევი
ფაქტორები შესაძლოა სხვადსხვაგვარი იყოს მაგალითად:
Ø
მასწავლებლის შეცვლა;
Ø
რუსული სახელმძღვანელოს არქონა;
Ø
პედაგოგის ლმობიერება;
Ø
საგანი რომელიც
არ დასჭირდებათ;
Ø
ქცევის
წესების შეუსრულებლობა, სტრეოტიპული
აზროვნებიდან გამომდინარე;
Ø
ვერ ხედავდნენ
საკუთარ როლს და ადგილს გაკვეთილზე;
Ø
გარკვეული აკრძალვები;
Ø
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
Ø
ასაკობრივი
თავისებურებები;
Ø
გაკვეთილზე საჭირო
მასალი უქონლობა;
Ø
სხვისი აზრის უპატივისცემლობა;
Ø
მშობელთა ინერტულობა;
-5-
გამომდინარე იქედან,
რომ მოსწავლეები მე-9 კლასში ასრულებენ
საბაზო საფეხურზე
სწავლებას. თავს იჩენს ძალაუფლების
და შურისმაძიებელი მოსწავლეების
ქცევის მახასიათებლები, ხოლო მოსწავლეთა
დესტრუქციული ქცევა უარყოფითად
აისახება მთელ კლასში აკადემიური მოსწრებაზე.
ამიტომ პედაგოგებს გვიჭირს
კლასის მართვა.
კვლევის მიზანი
საბაზო საფეხურზე, კერძოდ
IX ბ კლასში
კლასის მართვის პრობლემების
გამომწვევი მიზეზების დადგენა და გაუმჯობესების გზების
ძიება.
რა შეიძლება იყოს
პრობლემის გამომწვევი მიზეზები?
პრობლემის ზუსტად
განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩამოგვეყალიბებინა კვლევის
მთავარი კთხვა:
რა არის საბაზო
საფეხურზე, კერძოდ IX ბ კლასში
კლასის მართვის პრობლემების
მიზეზები?
საკვლევი პრობლემის აქტუალობის
დასადგენად ინტერვიუ ჩავწერეთ
კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან და კლასის დამრიგებელთან, მასწავლებლებთან ჩატარებული
შეხვედრების შედეგად შევჯერდით
რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება
იყოს აღნიშნული პრობლემის
გამომწვევი მიზეზები.
ამ თავში განხილულია
საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები, მოცემულია
კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა,
წარმოდგენილია ინფორმაცია იმ მასწავლებლებზე რომლებიც
კვლევას აწარმოებდენენ, ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია
მუშაობის ეტაპების შესახებ.
განხილულია კვლევისთვის მონაცემთა
შეგროვების მეთოდები.
კვლევის
მათავარ კითხვაში აღნიშნული
პრობლემების მიზეზების დადგენაში
დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე
პასუხების გაცემა:
v
რამდენად ხშირად
არღვევდნენ მოსწავლეები ქცევის
წესებს;
§
თუ არღვევდნენ
წესებს რა იყო ამის მიზეზი?
§
თუ არ არღვევდენენ წესებს
რა განაპირობებდა ამას?
v
რომელი საგნის
მასწავლებლების გაკვეთილებზე იქცევიან კარგად აღნიშნული
კლასის მოსწავლეები და რა არის ამის მიზეზი?
v
რომელი საგნის
მასწავლებლების გაკვეთილებზე იქცევიან
ცუდად და რა არის ამის მიზეზი?
v
კლასის დამრიგებელი
აცნობდა თუ არა მშობლებს მათი შვილების ქცევის
შესახებ და იყო თუ არა ეს უკანასკნელი
მათთვის ეფექტური?
v
უზიარებენ თუ არა შემსვლელი
მასწავლებლები ერთმანეთს საკათარ
გამოცდილებას მოსწავლეთა ქცევის
პროცესში, კლასის მართვაში
წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის
გზების შესახებ?
-6-
ვფიქრობთ აღნიშნული
კვლევის შედეგად მომავალში
შევძლებთ ნებისმიერი კლასის
ეფექტურ მართვას, რაც გარანტი იქნება
იმისა, რომ აკადემიური
მოსწრება ამაღლდება.
აღნიშნულ
კითხვებზე პასუხის გასაცემად
შევიმუშავეთ კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
კვლევის
სანდოობის გაზრდის მიზნით
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად
გამოვიყეეთ ინტერვიუ, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე,
კითხვარი, მეორადი მონაცემების ანალიზი, ფოკუსჯგუფი.
ინტერვიუმ კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან მოგვცა
საშუალება განგვესაზღვრა აღნიშნული
პრობლემის აქტუალობა, დაგვეხმარა
რომ გაგვეგო უმრავლეს მასწავლებელს
ამ კლასში ჰქონდა
კლასის მართვასთან დაკავშირებული
პრობლემები, რომლებიც საკუთარი
ძალებით ვერ უმკლავდებოდნენ აღნიშნულ
საკითხს. ხშირად დასახმარებლად
იწვევდნენ კლასის დამრიგებელს
ან მანდატურს თუმცა პრობლემა
პრობლემად რჩებოდა.
ფოკუსირებული
დაკვირვება გაკვეთილებზე ეფექტური უკუკავშირის
კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდით
საგაკვეთილო პროცესებს სხვადასხვა
საგნის მასწავლებლებთან. გვაინტერესებდა რამდენად
და როგორ ახერხებდნენ
კლასის მართვას. დაკვირვების
შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელებს რომლებსაც
სხვა ნებისმიერი კლასის
მართვა არ უჭირდათ
ამ კონკრეტულ კლასში
დიდი ძალიასხმევა სჭირდებოდათ
წესრიგის დასამყარებლად და საგაკვეთილო პროცესის
სამართავად. იყვნენ მასწავლებლები რომლებიც
საერთოდ ვერ მართავდენენ
კლასს, მოსწავლეები თვითნებურად
გადაადგილდებოდნენ საგაკვეთილო პროცესის
დროს ოთახში, გაკვეთილიდან უნებართვოდ
კლასს ტოვებდნენ, ასევე არ უსმენდნენ
მასწავლებელს, ხშირად საუბრობდნენ
არასაგაკვეთილო შინაარსის თემებზე,
მასწავლებლის შენიშვნაზე არ რეაგირებდნენ. ეკამაებოდნენ
პედაგოგს და მაქსიმალურად
ცდილობდნენ საგაკვეთილო პროცესის
ჩაშლას.
კითხვარი მომზადდა მოსწავლეებისთვის
( იხ. დანართი N1 ) ანკეტირებაში
მონაწილეობა მიიღეს IX ბ კლასის
მოსწავლეებმა კითხვარი ელექტრონულად
სოციალური ქსელის საშუალებით
გადავუგზავნეთ მოსწავლეებს, ხოლო ნაწილს
ამობეჭდილი სახით შევავსებინეთ.
19 მოსწავლიდან კითხვარი
არ შეავსო 4 მოსწავლემ, მათ არ მოისურვეს თანამშრომლობა. ანკეტირებაში
მოსწავლეთა მთლიანი რაოდენობის
78,9% მიიღო მონაწილეობა. მიგვაჩნია,რომ ეს კითხვარი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის
მოსწავლეების დამოკიდებულების და მოსაზრებების გასაგებად
სკოლაში ქცევასთან დაკავშირებით.
ფოკუსჯგუფი
ჩატარდა ორ სამიზნე ჯგუფთან:
ერთი მასწავლებლებთან, მეორე
IX ბ კლასის მოსწავლეებთან. სამიზნე
ჯგუფი დავყავით, იმიტომ რომ უფრო
მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, ფოკუსჯგუფის
წევრებიც უფრო გულახდილები
და გახსნილები ყოფილიყვნენ,
ასევე გაგვეცა პასუხი დამატებით კითხვებზე ,
რაც კითხვარით და
-7-
ფოკუსირებული დაკვირვებით
ვერ მივიღეთ. ძალიან
ბევრი მნიშვნელოვანი მოსაზრებები
გამოითქვა მასწავლებლების ფოკუსჯგუფში.
მაგალითად ერთ-ერთი პედაგოგის
მოსაზრებით ნებისმიერ ახალ კლასში შევლისას
პირველ რიგში ამახვილებს
ყურადღებას ქცევაზე და ქცევის დარღვევის
შემთხვევაში იყენებს შესაბამის
პრევენციულ ზომებს და მაქსიმალურად მოითხოვს
მოსწავლეებისაგან ქცევის წესებისა
და პროცედურების დაცვას,
რაც წინაპირობაა იმისა,
რომ ყველა კლასში
წარმატებულად მართავს საგაკვეთილო
პროცესს.
რაც შეეხება მოსწავლეების
მოსაზრებებს ისინი აღნიშნავდნენ
რომ უამრავი მიზეზი
არსებობდა კლაში ქცევის
წესების დარღვევის, ერთ-ერთი
იყო ის, რომ არ აინტერესებდათ
საგანი და ვერ ხედავდენენ საგნის
შესწავლის საჭიროებას, ასევე მასწავლებლის ემოციური
მდგომარეობა და ლმობიერებაც
განაპირობებდა მათ დესტრუქციულ
ქცევას, თუ პედაგოგი
მკაცრად ექცეოდათ შედარებით აკონტროლებდენენ საკუთარ
ქცევას, თუმცა სრულყოფილად
ვერა, ასევე აღნიშნეს,
რომ სახელმძღვანელოს უქონლობის
გამო რუსული ენისადმი
ინტერესი დაკარგეს. და ზოდაგად სწავლის
მოტივაციამ მათში საგრძნობლად
იკლო. რაც მათი აზრით გამოწვეული
იყო თვითონ მასწავლებილს
ჰუმანურობით, ლმობიერებით.
მეორადი მონაცემების ანალიზი -
მეტი ინფორმაცია, რომ მოგვეპოვებინა საკვლევ
საკითხთან მიმართებაში გავესაუბრეთ წინა სასწავლო
წლებში ამ კონკრეტულ კლასში
შემსვლელ მასწავლებლებს აღმოჩნდა,
რომ კასლში რამოდენიმეჯერ
მოხდა მოსწავლეთა მობილობა,
რამაც სერიოზული გენდერული
უთანასწორობა წარმოშვა კერძოდ
კლასში დღესდღეობით არის
4 გოგონა და 15 ბიჭი რაც გარკვეულ წილად წარმოშობს ქცევის
პრობლემებს.
მონაცემთა ანალიზი:
-8-
-9-
ანკეტირების შედეგად
დაიდო შემდეგი სურათი:
პირელ კითხვაზე
კლასში კარგი ქცევა არის: 15 გამოკითხულიდან 6 თვლის, რომ აკადემიური წარმატების
მიღწევის საშუალებაა, 4-ის აზრით თანაკლასელებთან ნორმალური
ურთიერთობის საშუალებაა , კიდევ ოთხ მოსწავლეს
მიააჩნია, რომ საკუთარი
თავისადმი პატივისცემის გამოხატვის
საშუალებაა, მხოლოდ ერთია იმ მოსაზრებაზე,
კარგი ქცევით მასწავლებლის
კეთილგანწყობას მოიპოვებს. მეორე კითხვაზე
კლასში წესრიგის დაცვა დამოკიდებულია: 7 მოსწავლის აზრით მასწავლებელზე, 4 მოსწავლის აზრით წესებისა და შინაგანაწესის შესრულებაზე,
სამი მოსწავლე თვლის,
რომ მოსწავლეებზეა დამოკიდებული
კლასში წესრიგის დაცვა,
მხოლოდ ერთს მიაჩნია
რომ საკლასო კულტურაზეა
დამოკიდებული. რაც
შეეხება კითხვას
-10-
გარკვეულ საგანში წარმატებას
ვაღწევ იმიტომ რომ: 6 მოსწავლის აზრით გაკვეთილზე არის წესრიგი, 5 მოსწავლის აზრით კონკრეტული საგნის
სწავლა ეადვიება, 3 მოსწავლე ფიქრობს,
რომ საატესტატო გამოცდა
აქვს ჩასაბარებელი, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აღნიშნა
რომ მშობლები ურჩვედნენ
გარკვეული საგნის სწავლას.
მეოთხე კითხვაზე
გარკვეული საგნის სწავლებაში
არ ვარ წარმატებული
იმიტომ რომ: 7
მოსწავლის აზრით გაკვეთილზე
არ არის წესრიგი,
4 მოსწავლის აზრით კონკრეტული საგნის
სწავლება უძნელდებათ, სამ მიაჩნია მაინც არ დაუწერენ
მაღალ შეფასებას, ხოლო ერთი თვლის,
რომ საატესტატო გამოცდებზე
საერთოდ არ სჭირდება.
შემდეგ კითხვაზე გაკვეთილზე
კარგად ვიქცევი იმიტომ
რომ: 7 მოსწავლის
აზრით მასწავლებელი საინტერესოდ
ხსნის გაკვეთილს, 4 მოსწავლე ამბობს
რომ პატივს სცემს მასწავლებელს თუმცა არ აინტერესებს
საგანი, ხოლო სამი მოსწავლისთვის მასწავლებლის
სიმკაცრეა გაკვეთილზე კარგი ქცევის განმაპირობებელი, ხოლო ერთი მოსწავლე
კი ფიქრობს რომ საგანი სჭირდება
საგამოცდოდ. ბოლო შეკითხვაზე ცუდად ვიქცევი იმიტომ
რომ: კლასის უმრავლესობა
9 მოსწავლე თვლის,
რომ მასწავლებელი საინტერესოდ
ვერ ხსნის, ოთხ მოსწავლეს არ აინტერესბს საგანი,
ერთის მოსწავლის აზრით მასწავლებელს უჭირს წესრიგის დამყარება
კლასში და ერთ მოსწავლეს საერთოდ
საგანი არ სჭირდება
და ამიტომ იქცევა
ცუდად.
კითხვარის ანალიზის
შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის
აზრით კლასში ქცევის
მართვა დამოკიდებულია უმთავრესად
მასწავლებელზე, თუ მასწავლებელი
ვერ მართავს კლასს შესაბამისად მოსწავლეებსაც
ეკარგებათ სწავლის მოტივაცია.
ისინი ხდებიან ინერტულნი
და როგორი საინტერესოდაც
არ უნდა ახსნას
გაკვეთილი მასწავლებელმა, ინფორმაცია
ვერ მიდის მათთან
სრულად, ვერ მყარდება
კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის,
მასწავლებლის არაეფექტური სასწავლო
პროცესის მართვის გამო, გაკვეთილი ხდება მათთვის უინტერესო, ამიტომაც
იშლება საგაკვეთილო პროცესი.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზის
შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება





-11-

კალსის მართვა,
საგაკვეთილო პროცესი ჩაიშლება
და სწავლა სწავლების ხარისხი უზომოდ
დაბალი იქნება;

შესაძლო ინტერვენციაები
კვლევის პროცესში მიღებული
ინფორმაციის და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავეთ
სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე
ვარიანტი:
Ø
ვითანამშრომლოთ კლასის
დამრიგებელთან მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობის
გაგების მიზნით;
Ø
კლასში შემსვლელ
მასწავლებლებთან გვქონდეს ხშირი ურთიერთობა გამოცდილების
გაზიარების მიზნით;
Ø
კლასში შესვლისთანავე
პედაგოგმა შეიმუშავოს მოსწავლეებთან
ერთად ქცევის წესები
და პროცედურები;
Ø
სასწავლო პროცესის
უკეთ მართვის მიზნით,
გაკვეთილზე გამოყენებულ იქნას ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდები;
Ø
არაფორმალური განათლების
კუთხით მოსწავლეები ჩავრთოთ
სხვადსხვა კლასგარეშე ღონისძიებებში.
ვფიქრობთ, რომ ასეთი აქტივობების
სიმრავლე დაგვეხმარება მოსწავლეების მოტივირებაში, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს მასწავლებლის
და მოსწავლის თანამშრომლობას, რაც გააუნჯობესებს კლასის
მართვას.
განხორციელებული ცვლილებები
ზემოთ მოცემული ინტერვენციის
ვარიანტები კვლევაში მონაწილე
პედაგოგებმა განვიხილეთ სხვა კოლეგებთან. მოდელების
განხილვის შემდეგ შევარჩიეთ
და განვახორციელეთ შემდეგი
ცვლილებები:
Ø
დამრიგებელთან თანამშრომლობა;
Ø
კლასში შემსვლელ
მასწავლებლებთან თანამშრომლობა;
Ø
ქცევის წესების
შემუშავება მოსწავლეებთან ერთად;
Ø
ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების
გამოყენება;
Ø
კლასგარეშე ღონისძიებებში
მოსწავლეთა ჩართვა.
-12-
დამრიგებელთან თანამშრომლობა - გასაუბრების შემდეგ
გავიგეთ თვითოეული მოსწავლის
ოჯახური, ფსიქო-სოციალური მდგომარეობა,
რაც დაგვეხმარა მოსწავლეებთან
კეთილგანწყობილი ურთიერთობის
დამყარებაში, ეს კი დადებითად აისახა
კლასის მართვაზე;
კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან თანამშრომლობა - ხშირი საუბრებით და გამოცდილების გაზიარებით
უკეთ გავერკვიეთ მოსწავლეთა
საჭიროებებში, კლასის ეფექტური
მართვის სტრატეგიებში, რომელიც
დავნერგეთ პრაქტიკაში , ეს ფაქტიც გარკვეულ
წილად დაგვეხმარა კლასის
მართვაში.
ქცევის წესების შემუშავება
მოსწავლეებთან ერთად - როდესაც მოსწავლეებს
გავაცანი პასუხისმგებლობები და სკოლის შინაგანაწესი, აღმოჩნდა,
რომ ისინი სათანადოდ
ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ
პასუხისმგებლობებს, მაგრამ ქცევის
ერთად შემუშავების შემდეგ
მეტ-ნაკლებად შეცვალეს დამოკიდებულებები.
ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების
გამოყენება - რუსული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდი
,,აზროვნების სამი სკამი“
განსაკუთრებულად მოეწონათ, ასევე მოსწონდათ დებატები,
დისკუსია და სამოქალაქო
განათლების გაკვეთილზე გამოყენებული
სხვადსხვა ტიპის ენერჯეიზერები. ასეთ დროს შეინიშნებოდა
მოსწავლეთა ჩართულობა და წესრიგი.
კლასგარეშე ღონისძიებებში მოსწავლეთა
ჩართვა - მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა
მიიღეს სამოქალაქო განათლების
კლუბის მიერ განხორცილებეულ პროექტის
ვიქტორინაში ,,საქართველო და ნატო“ ასევე ინტელექტუალური კლუბის
მიერ მოწყობილ ღონისძიებაში ,,რა? სად? როდის?“ სადაც
ძალიან გააქტიურდნენ და გამოთქვეს
სურვილი დაწყებითი კლასის
მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიება თვითონ
ჩაეტარებინათ.
რეკომენდაციები
ჩვენ კვლევაში
მონაწილე პედაგოგებმა შევიმუშავეთ
რეკომენდაციები საბაზო საფეხურზე
კლასის ეფექტური მართვისთვის:
რეკომენდაციები
შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ:





-13-

ინტერვენციის
შეფასება
ჩვენი შეფასების
მიზნენს წარმოადგენდა გაგვეგო:
Ø
რმადენად შედეგიანია
კვლევაში მონაწილე პედაგოების
მიერ შემუშავებული გამოყენებული აქტივობები და მეთოდები
კლასის ეფექტური მართვისათვის.
ამ კითხავზე
პასუხის მისაღებად ვთანამშრომლობდით კლასის
დამრიგებელთან, კოლეგებთან და რაც მთავარია
მოსწავლეებთან, უშუალოდ იმ პიროვნებებთან რომლების მონაწილეობდენენ ცვლილების დაგეგმვასა
და განხორციელებაში. ბოლო ორი თვის განმავლობაში კლასში
საგრძნობლად გამოსწორდა და გაადვილდა კლასის
მართვა.
დასკვნა
ჩვენს მიერ სკოლაში
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე კვლევა მოიცავდა
პრობლემის შესწავლის, ცვლილებების
დაგეგმვა - განხორციელების და შეფასების
ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ,
რომ საბაზო საფეხურზე
კლასის მართვის პრობლემების
მიზეზებია:
Ø
კლასის რეორგანიზაცია;
Ø
ქცევის წესების
არაეფექტურად გამოყენება;
Ø
პედაგოგებს შორის ინფორმაციის გაცვლის
ნაკლებობა;
Ø
რუტინული გაკვეთილები;
Ø
გარკვეული სასწავლო
რესურსების არ ქონა.
აღნიშნული პრობლემების
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი
იყო.
ბიბლიოგრაფია:
1.
რობერტ ჯ. მარზანო,
იანა ს. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი
,,კლასის მართვა: კვლევებზე
დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები
მასწავლებლებისათვის“ (2003).
2.
სატრენინგო მასალა მასწავლებელთა
შიდა შეფასების ჯგუფისთვის „ პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის დაგეგმვა, წარმართვა
და შეფასება“ მასწავლებლთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი. 2016 წელი.
-14-
დანართი N1
მოსწავლეთა
ანკეტირება
1.
კლასში კარგი ქცევა არის:
ა)
აკადემიური წარმატების მიღწევის
საშუალება;
ბ) თანაკლასელებთან ნორმალური
ურთიერთობის საშუალება;
გ) საკუთარი
თავისადმი პატივიცემის გამოხატვის
საშუალება;
დ)
მასწავლებლის კეთილგანწყობის მოპოვების
საშუალება
2.
კლასში წესრიგის
დაცვა დამოკიდებულია:
ა) წესების
და შინაგანაწესის შესრულებაზე;
ბ) მასწავლებელზე;
გ)
მოსწავლეზე;
დ)
საკლასო კულტურაზე;
3.
გარკვეულ საგანში წარმატებას ვაღწევს
იმიტომ, რომ:
ა)
გაკვეთილზე არის წესრიგი;
ბ) მშობლები
მირჩევენ, რომ ის საგანი ვისწავლო;
გ)
ამ კონკრეტული საგნის
სწავლება მეადვილება;
დ)
საატესტატო გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი
4.
გარკვეული საგნის
სწავლებაში არ ვარ წარუმატებელი იმიტომ,
რომ:
ა) გაკვეთილზე
არ არის წესრიგი;
ბ) მაინც არ
დამიწერენ მაღალ შეფასებას;
გ) ამ კონკრეტული საგნის
სწავლება მიძნელდება;
დ) არ მჭირდება საატესტატო
გამოცდებზე.
5.
გაკვეთილზე
კარგად ვიქცევი იმიტომ
რომ:
ა) მასწავლებელი საინტერესოდ
ხსნის გაკვეთილს;
ბ) არ მაინტერესებს საგანი,
მაგრამ პატივს ვცემ მასწავლებელს;
გ) მასწავლებელი
მკაცრია;
დ) საგანი
მჭირდება საგამოცდოდ;
ე) და სხვა . ,,ე“ ვარიანტის
არჩევის შემთხვევაში პასუხი
დააკონკრეტეთ_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
6.
ცუდად ვიქცევი იმიტომ
რომ:
ა) მასწავლებელი
საინტერესოდ ვერ ხსნის გაკვეთილს;
ბ) არ მაინტერესებს
საგანი;
გ) მასწავლებელს
უჭირს წესრიგის დამყარება
კლასში
დ) საგანი
არ მჭირდება
ე) და სხვა
,,ე“ ვარიანტის არჩევის
შემთხვევაში პასუხი დააკონკრეტეთ_____________________________________________________________________________________________
-15-
-16-
Комментарии
Отправить комментарий