К основному контенту

ტრენნგი


ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო განათლების სწავლებისას

მასალა ტრენერისთვის
















2018



I დღე

1.     მონაწილეთა გაცნობა; ტრენინგის მიზნების გაცნობა; დღის წესრიგის გაცნობა.


ტრენერი ესალმება მონაწილეებს და წარადგენს საკუთარ თავს. ის სთხოვს მონაწილეებს 1-2 წინადადებით წარუდგინონ თავი ჯგუფს, სამად გაკეცილ თაბახის ფურცელზე დაწერონ თავისი სახელი და დადონ მაგიდაზე.

ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს ფილმს 21-საუკუნის განათლება http://www.ict.tpdc.ge/video/113 და სთხოვს თქვან რა ძირითად გზავნილებს შეიცავს ფილმი. ეს გზავნილებია: მსოფლიო იცვლება, მუდმივ განვითარებას განიცდის. განათლებამ ფეხი უნდა აუწყოს ამ ცვალებადობას, რათა ახალგაზრდებს მისცეს მსოფლიოში სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება.

ტრენერი უხსნის მონაწილეებს ტრენინგის მიზნებს, აცნობს განსახილველ თემებს და პირველი დღის წესრიგს. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების საკითხი განხილული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების ფონზე.
ტრენინგის მიზანი
სამოქალაქო განათლების მასწავლებლებლების საინფორმაციო წიგნიერების ხელშეწყობა. მასწავლებლისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების გაცნობა.

მოსალოდნელი შედეგები
-         მასწავლებლებს ეცოდინებათ სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები;
-         ეცოდინებათ ციფრული მოქალაქეობის ელემენტები;
-         გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, გამოყენების და პრეზენტაციის უნარები.
-         გამოუმუშავდებათ სწორი დამოკიდებულება სამოქალაქო განათლების სწავლებაში ისტ-ის გამოყენების მიმართ.
-         ეცოდინებათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები და ზოგიერთი პროცედურული საკითხი.

2.     არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება. ინფორმაციის მოძიება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მიღებულ იქნა 2015 წლის 12 ივნისს. ის ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის  ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ის გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ, აგრეთვე, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,  18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა მიმართ.

ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაცავად ყველა კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იქნეს განხილული. ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა ნიშნავს ყველა იმ ელემენტის შეფასებასა და ბალანსს, რომლებიც აუცილებელია კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. იმის გამო, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასადგენად მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დადგენაში სხვადასხვა პროფესიის ან სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვის პერსპექტივის და ბავშვის აზრის გათვალისწინებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები განმარტებულია, როგორც არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-­რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.


ტრენერი სვამს კითხვებს:
-         რომელ სამართლებრივ დოკუმენტებში არის მოცემული იმ არასრულწლოვანთა უფლებები, რომლებითაც შესაძლოა დაინტერესდეს გამოძიება?

პასუხი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ბავშვის უფლებათა კონვენცია.

-         როგორ ვიპოვოთ ბავშვის უფლებათა კონვენცია?
პასუხი: Google და Matsne.gov.ge 
მონაწილეებმა ჯერ გახსნან Google-ში.

ტრენერი იხილავს Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხს და მოჰყავს მაგალითები (წინასწარ მოიფიქრეთ მაგალითები)


1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა – ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ ბრჭყალები “”. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა)
2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა – თუკი ციტატაში სიტყვა დაგავიწყდათ – არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ მთლიანი თქვენი ციტატა ბრჭყალებში და გამოტოვებული სიტყვის მაგივრად დაწერეთ ვარსკვლავი *. თქვენი ციტატა მოიძებნება გამოტოვებულ სიტყვასთან ერთად.
3. როგორ მოვძებნოთ რომელიმესიტყვა რამდენიმედან – უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაბამისი ვარიანტი ვერტიკალური ხაზის სიმბოლოს გამოყოფით: |. Google მოძებნის დოკუმენტებს, რომლებშიც ამ სიტყვათაგან რომელიმე წერია.
4. როგორ მოვძებნოთ სიტყვები ერთი წინადადების ფარგლებში – გამოიყენეთ სიმბოლო ლამაზი სახელით “ამპერსანდ” – &. თუკი სიტყვებს დაუკავშირებთ ერთმანეთს სწორედ ამ სიმბოლოთი, Google მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადებაში წერია.
5. როგორ მოვძებნოთ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ სიტყვას – დაწერეთ სასურველი სიტყვის წინ პლუს ნიშანი + ადგილის გამოტოვების გარეშე. საძიებო ველში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საჭირო სიტყვის ჩართვა.
6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძიებიდან – დაწერეთ მინუს ნიშანი სიტყვის წინ, რომლის გამოჩენაც არ გსურთ ძიების შედეგებში. ამ გზით შესაძლებელია რამდენიმე სიტყვის გამორიცხვაც.
7. როგორ მოვძებნოთ კონკრეტულ საიტზე – ამისათვის გამოიყენეთ ოპერატორი site. იგი საშუალებას იძლევა მიუთითოთ ვებ-გვერდის მისამართი, რომელზეც უნდა მოიძებნოს ინფორმაცია. აუცილებელია სიტყვა site-ს შემდეგ დაისვას ორწერტილი, ანუ site:
8. როგორ მოვძებნოთ კონკრეტული ტიპის დოკუმენტი – დაგჭირდებათ ოპერატორი filetype. საძიებო ველში ჩაწერეთ filetype, ორწერტილი და შემდეგ სასურველი დოკუმენტის ტიპი. მაგალითად, pdf ან doc.
9. როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია სასურველ ენაზე – გამოიყენეთ ოპერატორი lang, რომლის შემდეგ უნდა დაწეროთ ორწერტილი და მიუთითოთ სასურველი ენა. მაგალითად, თუ გვსურს ინფორმაცია რუსულ ენაზე მოვიძიოთ ვწერთ lang:ru, ინგლისური ენისთვის lang:en, ფრანგულისთვის lang:fr და ა.შ.
10. სიტყვის მნიშვნელობა – ჩაწერეთ საძიებო ველში define: და სიტყვა, რომლის მნიშვნელობის გაგებაც გსურთ.
11. სიდიდის ერთეულების (მაგ.: წონის, ზომის) კონვერტაცია – თუ თქვენ გსურთ სიდიდის ერთეულების კონვერტაცია უბრალოდ ჩაწერეთ საძიებო ველში. მაგალითად: 1 kg in gr.
12. ვალუტის კურსის გაგება – იმისათვის, რომ გაიგოთ ვალუტის კურსი ჩაწერეთ საძიებო ველში სასურველი მოთხოვნა. მაგალითად: 1 dollar in lari.
13. ზუსტი დროის გაგება ქალაქების მიხედვით – შეიყვანეთ საძიებო ველში მოთხოვნა “time” და “ქალაქი” – პირველივე სტრიქონში გამოჩნდება ამ ქალაქის ზუსტი დრო. მაგალითად time თბილისი.
14. კალკულატორი – საკმარისია მხოლოდ ჩავწეროთ მაგალითი – Google გვიჩვენებს სწორ პასუხს.
15. ქეშირებული გვერდის ძიება – Google-ს აქვს საკუთარი სერვერები, სადაც ინახავს ქეშირებულ გვერდებს. თუ გსურთ ამ გვერდის მოძებნა გამოიყენეთ cache: და სასურველი საიტის მისამართი.
16. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით – ისევე, როგორც დროის გაგების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ მოთხოვნას “weather” და “ქალაქი”. ამგვარად იგებთ ამინდის პროგნოზს სასურველი ქალაქისთვის. მაგალითად: weather tbilisi.
17. მთარგმნელი – შესაძლებელია გადათარგმნოთ სიტყვები Google-ს საძიებო სისტემის მეშვეობით. ამისათვის იყენებთ შემდეგ მოთხოვნას: translate სიტყვა into სასურველი ენა. მაგალითად: translate განათლება intoenglish.
წყარო: cluber.com


ტრენერი სთავაზობს მსმენელებს შევიდნენ პორტალზე Matsne.gov.ge  და მოძებნონ ბავშვის უფლებათა კონვენცია.

კითხვები:
-         რა განსხვავებაა ორ ნაპოვნ დოკუმენტს შორის?
-         რა შეიძლება იყოს საძიებო სიტყვა, რომლითაც იპოვით ბავშვის უფლებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

 ტრენერი წერს დაფაზე ამ სიტყვებს. შემდეგ სვამს კითხვას:
-         როგორ მოვძებნოთ ბავშვის უფლებები დანაშაულის ჩადენის პირობებში?

 ტრენერი უხსნის ტექსტში ძებნის ფუნქციას. Ctrl+f
-         რომელი მუხლი აღმოაჩინეთ? (37, 40) მონაწილეები ეცნობიან 37- და მე-40 მუხლებს.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მაგალითზე ტრენერი დაწვრილებით იხილავს matsne.gov.ge-ს შესაძლებლობებს. (გადმოწერა, ტექსტში მოძებნა, ბარათის გაცნობა)


3.     არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები. ინფორმაციის მოძიება
ტრენერი აცნობს მსმენელებს მართლმსაჯულების ზოგად პრინციპებს (იხ. საკითხავი მასალა გვ. 4) და ეუბნება მონაწილეებს, რომ დღეს მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ პრინციპებზეა აგებული.
ტრენერი სთხოვს მონაწილეებს დამოუკიდებლად მოძებნონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მიღებულია 2015 წლის 12 ივნისს, გადმოწერონ დოკუმენტი. მოძებნონ მუხლი გამოკითხვის შესახებ და გაეცნონ მას. ტრენერი სათითაოდ უმოწმებს ყველას დავალებას.
ამავე დოკუმენტზე ტრენერი ხსნის თუ როგორ მოძებნონ ცვლილებები დოკუმენტში ან რომელიმე ძველი ვერსია.
მინი-ლექცია „პრევენციული და საგამოძიებო მოქმედებები“ (იხ. საკითხავი მასალა გვ.7-13)
არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიციას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება: პირის გამოკითხვა, პირის იდენტიფიცირება, პირის მოწვევა, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ადგილის დატოვების მოთხოვნა და სხვა.
ტრენერი უხსნის მონაწილეებს თუ რა არის პრევენციული ღონისძიებები, რომ ისინი ტარდება, როგორც წესი, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. ყველა პრევენციული ღონისძიება უნდა ჩატარდეს ბავშვის ღირსების დაცვით. ყველა არსებული წესი შექმნილია იმისათვის, რომ არ მოხდეს ბავშვის ვიქტიმიზაცია.
დანაშაულის სავარაუდო ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში იწყება გამოძიება, რომელსაც არასრულწლოვნის შემთხვევაში ახორციელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებელი. 
გამოძიება მოიცავს შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებებს: გამოკითხვა, მოწმედ დაკითხვა, ამოღება, ჩხრეკა და სხვა.
საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია არასრულწლოვანს განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესები.
დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. მაგალითად, ქურდობა, მკვლელობა, ძარცვა, ცემა და სხვა.

პროცედურების გაცნობის მიზნით, მონაწილეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე 1, 2. ტრენერი უხსნის მონაწილეებს, რომ არასრულწლოვანთა მონაწილეობისას საგამოძიებო მოქმედებებში ამ მოქმედებებს წარმართავენ სპეციალურად მომზადებული პირები (გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე). შესრულებულ დავალებაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს ჯგუფისთვის.

4.     საავტორო უფლებები და ლიცენზიის ტიპები.
თავდაპირველად ტრენერი სთხოვს მონაწილეებს მოძებნონ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ კონსოლიდირებული ვერსია. ესაუბრება ფასიან და უფასო დოკუმენტებზე.
შემდეგ ატარებს აქტიურ ლექციას საავტორო  უფლებებზე. ეს არის მოქალაქეომის საკითხი და ასევე ეხმიანება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სფეროსაც.
ტრენერი ფოტოების მაგალითზე აჩვენებს თუ რა უფლებით შეიძლება მათი გამოყენება. სთხოვს, რომ მონაწილეებმაც ჩაატარონ იგივე პროცედურა. ტრენერი აცნობს მსმენელებს შესაბამის იშნებს. (საკითხავი მასალა გვ. 21-გვ.27).
მონაწილეები მუშაობენ ტესტზე (სამუშაო ფურცელი 3) და შემდეგ ტრენერთან ერთად მსჯელობენ შესრულებულ დავალებაზე.
ტრენერი ესაუბრება მსმენელებს YouTube-გამოყენებაზე. უხსნის, რომ online შეიძლება ნებისმიერი ვიდეოს ნახვა, მაგრამ ჩამოტვირთვა არ შეიძლება.
ტრენერი აძლევს მონაწილეებს დავალებას:
მოძებნონ ვიდეო ფილმი  არასრულწლოვანთა დანაშაულზე და განრიდების პროგრამაზე.
ხდება ამ ფილმების განხილვა.
საშინაო დავალებად ტრენერი აძლევს მოიფიქრონ თემა პრეზენტაციისთვის და გაკვეთილის დასაგეგმად.

II დღე
1.     თვალსაჩინოების ინსტრუმენტების გამოყენება
ტრენერი უხსნის მსმენელებს სქემების  გამოყენების საჭიროებას და თუ როგორ შექმნან ისინი.
აძლევს დავალებად სამუშაო ფურცელს 4-ს. შემდეგ ამოწმებს დავალებას.
ტრენერი უხსნის მსმენელებს დიაგრამების შექმნის საშუალებებს და აძლევს დავალებას. მსმენელები მუშაობენ სამუშაო ფურცელ 5-ზე. დავალებები მოწმდება.
ტრენერი უხსნის მსმენელებს ცხრილების გამოყენების საშუალებებს და აძლევს დავალებას. მსმენელები მუშაობენ სამუშაო ფურცელ 6-ზე.  დავალებები მოწმდება.

2.     ეფექტური პრეზენტაციის მომზადება
ტრენერი სვამს კითხვას: რაზე უნდა ვიფიქროთ პრეზენტაციის მომზადებისას?
პასუხებს წერს დაფაზე. გამოყოფს შემდეგს:
·         წინასწარ განვსაზღვროთ პრეზენტაციის მიზანი;
·         წინასწარ განვსაზღვროთ მიზნობრივი ჯგუფი;
·         წინასწარ განვსაზღვროთ, რა გზავნილის მიტანა გვინდა მსმენელამდე;

ტრენერი აჩვენებს მსმენელებს საპრეზენტაციო სლაიდებს (სლაიდი 5, 6, 7).
შენიშვნებიდან გამომდინარე ტრენერი აძლევს მონაწილეებს შემდეგ რჩევებს:
·         შეარჩიეთ, არაუმეტეს, სამი ძირითადი საკითხისა;
·         პრეზენტაციისას, შეეცადეთ, არ გადატვირთოთ კადრი ტექსტითა და ციფრებით;
·         ტექსტი უნდა იყოს ლაკონური;
·         მეტი თვალსაჩინოებისათვის, ციფრები, უმჯობესია, შეიცვალოს დიაგრამებით;
·         წარმოჩენილი მასალა უნდა იკითხებოდეს შორიდან.
ტრენერი წარმოადგენს უკვე ნაჩვენები კადრების გაუმჯობესებულ ვარიანტს (სლაიდები 8,9)

3.     საპრეზენტაციო პროგრამა Power Point
ტრენერი აცნობს მსმენელებს Power Point -ის შესაძლებლობებს: სლაიდის დიზაინი, ინსტრუმენტები, ფორმატირება, ანიმაცია და ა.შ.
ტრენერი აძლევს შესასრულებლად დავალებას. მოამზადონ პრეზენტაცია შინ მოფიქრებულ თემაზე.

4.     სოციალური ქსელები
ტრენერი ატარებს გონებრივ იერიშს - რაში ვიყენებთ სოციალურ ქსელებს?  ტრენერი წერს პასუხებს დაფაზე. ტრენერი ავსებს ინფორმაციას სოციალური ქსელების გამოყენების შესაძლებლობებზე. აუცილებლად აღნიშნავს სოციალური აქტივობის შესაძლებლობას (ხალხის თავმოყრა).
5.     კითხვარები, ტესტები
ტრენერი იყენებს http://www.ict.tpdc.ge/video/122 გვერდს კითხვარის ასახსნელად.
ტრენერი აჩვენებს კითხვარის შექმნის პროცედურას:
6.     კიბერუსაფრთხოება
ტრენერი ატარებს აქტიურ ლექციას კიბერუსაფრთხოების თემაზე ორი მიმართულებით: კომპიუტერების და ინფორმაციის დაცვა კიბერშეტევისგან; მოსწავლეთა დაცვა არასასურველი ინფორმაციისგან. (იხ. საკითხავი მასალა გვ. 29)

7.       ტრენერი აძლევს მონაწილეებს საშინაო დავალებას. უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. გეგმაში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლინკები. გეგმასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს (არსებობის შემთხვევაში) პრეზენტაცია.

8.     ტრენერი აჯამებს ტრენინგს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,, საბაზო საფეხურზე კლასის მართვის პრობლემები და გაუმჯობესების გზები“

პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა ,, საბაზო    საფეხურზე  კლასის  მართვის  პრობლემები  და  გაუმჯობესების  გზები“ სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა; პედაგოგები: 1  მანანა  აბულაძე  -   რუსული  ენისა  და  ლიტერატურის  უფროსი  პედაგოგი 2.  ნანა  ნიკოლაშვილი - სამოქალაქო  განათლების  უფროსი  პედაგოგი                                                                სარჩევი 1.       შესავალი  ....................................................................

გაკვეთილის გეგმა ,,კონფლიქტები"

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანა   ნიკოლაშვილი   საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო / მე-9 ა კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 27 გაკვეთილის თემა: კოფლიქტები გაკვეთილის   ტიპი: სამოდელო - პრობლემის   გადაჭრაზე   ორიენტირებული. გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეები ამოიცნობენ კონფლიქტის მახასიათებლებს ; იმსჯელებენ მის   გამომწვევ მიზეზებზე ,   განიხილავენ მის დადებით და უარყოფით შედეგებს.   გააკეთებენ   დასკვნებს   კონფლიქტი   მოგვარების   გზებზე. N აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით) დრო (წთ) 1 გაკვეთილის   დასწაყისში   მასწავლებელი   აგვარებს   საორგანიზაციო   საკითხებს:   კითხულობს   სიას,   მოსწავლ...

გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში