გაკვეთილის დაგეგმვა
მიზანი:
·
მოსწავლესა
და შედეგზე ორიენტირებული
საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის
ზოგად პრინციპებს;
· ესგ-ეს სტანდარტის
შესაბამისი გაკვეთილის გეგმის
თემის შერჩევის პრინციპებს;
განსახილველი საკითხები:
·
დაგეგმვის მიზანი;
·
გაკვეთილის
ტიპები;
·
გაკვეთილის
ეტაპები;
·
გაკვეთილის
დაგეგმისთვის აუცილებელი კომპონენტები;
·
როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი;
·
გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა ესგ-ეს
სტანდარტთან.
რა მიზანს
ემსახურება გაკვეთილის დაგეგმვა?
სწორად დაგეგმილი სასწავლო
პროცესი მასწავლებელს საშუალებას
აძლევს მოქნილად და ეფექტურად წარმართოს
სწავლება, ასევე ხელს უწყობს პედაგოგის
პროფესიულ ზრდას.
თუმცა მასწავლებელთა დიდ ნაწილს უჩნდება
პროტესტის გრძნობა, გაკვეთილის
გეგმების წერასთან დაკავშირებით,
მათ მიაჩნიათ რომ დაგეგმვა ზღუდავს
პიროვნულ შემოქმედობითობას, თავისუფლებას. მათგან ხშირად
ისმის ფრაზა: ,,კლასი
ცოცხალი ორგანიზმია, კარგი და წარმატებული
მასწავლებელი გაკვეთილს უნდა აგებდეს კონკრეტული
სიტუაციებიდან გამომდინარე, ეს უფრო საინტერესო
იქნებოდა როგორც მოსწავლისთვის ასევე მასწავლებლისთვისაც. გაზრდის
მოსწავლეთა მოტივაციას და ა.შ.
დაგეგმვა ემსახურება სასწავლო
პროცესის ორგანიზებას მის გამდიდრებას და გამრავალფეროვნებას განახლებას
და დახვეწას.
რა ტიპის გაკვეთილის გეგმებს
ვიცნობთ?
1. სტანდარტული გაკვეთილის
გეგმა -გაკვეთილის
გეგმის გამოყენება მიზანშეწონილია ნებისმიერი
ჩვეულებრივი გაკვეთილის ჩატარების
დროს; კერძოდ მისი დაწყების და დასრულების დრო მკაცრად არის გაკონტროლებული და განსაზღვრულია 45 წთ-ით. სტანდარტული
გაკვეთილის გეგმის დაწერა
თანამედრო სქემის მიხედვით
ევალება ყველა პრაქტიკოს
და უფროს მასწავლებელს.
სტანდარტულ გაკვეთილს აფასებს
მასწავლებელთა შიდა შეფასების
ჯგუფი პრაქტიკოს და უფროს პედაგოგს
ევალება შენარჩუნების და წინსვლისთვის დაგეგმოს
და ჩაატაროს გაკვეთილი, ხოლო უფროს პედაგოგს
დამატების ასევე უწევს ხუთი სტანდარტული
გაკვეთილის გეგმის შედგენა
და ერთი გეგმის შეფასება
გარე დაკვირვებისთვის. სტანდარტული გაკვეთილის
გეგმის ნიმუში2017 წლის სექტემბრიდან შემდეგი
ფორმით არის დამტკიცებული.
გაკვეთილის დაგეგმვა
მიზანი:
·
მოსწავლესა
და შედეგზე ორიენტირებული
საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის
ზოგად პრინციპებს;
·
ესგ-ეს სტანდარტის
შესაბამისი გაკვეთილის გეგმის
თემის შერჩევის პრინციპებს;
განსახილველი საკითხები:
·
დაგეგმვის მიზანი;
·
გაკვეთილის
ტიპები;
·
გაკვეთილის
ეტაპები;
·
გაკვეთილის
დაგეგმისთვის აუცილებელი კომპონენტები;
·
როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი
,,ბულინგის“ თემაზე;
·
გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა ესგ-ეს
სტანდარტთან.
რა მიზანს
ემსახურება გაკვეთილის დაგეგმვა?
სწორად დაგეგმილი სასწავლო
პროცესი მასწავლებელს საშუალებას
აძლევს მოქნილად და ეფექტურად წარმართოს
სწავლება, ასევე ხელს უწყობს პედაგოგის
პროფესიულ ზრდას.
თუმცა მასწავლებელთა დიდ ნაწილს უჩნდება
პროტესტის გრძნობა, გაკვეთილის
გეგმების წერასთან დაკავშირებით,
მათ მიაჩნიათ რომ დაგეგმვა ზღუდავს
პიროვნულ შემოქმედობითობას, თავისუფლებას. მათგან ხშირად
ისმის ფრაზა: ,,კლასი
ცოცხალი ორგანიზმია, კარგი და წარმატებული
მასწავლებელი გაკვეთილს უნდა აგებდეს კონკრეტული
სიტუაციებიდან გამომდინარე, ეს უფრო საინტერესო
იქნებოდა როგორც მოსწავლისთვის ასევე მასწავლებლისთვისაც. გაზრდის
მოსწავლეთა მოტივაციას და ა.შ.
დაგეგმვა ემსახურება სასწავლო
პროცესის ორგანიზებას მის გამდიდრებას და გამრავალფეროვნებას განახლებას
და დახვეწას.
რა ტიპის გაკვეთილის გეგმებს
ვიცნობთ?
1. სტანდარტული გაკვეთილის
გეგმა -გაკვეთილის
გეგმის გამოყენება მიზანშეწონილია ნებისმიერი
ჩვეულებრივი გაკვეთილის ჩატარების
დროს; კერძოდ მისი დაწყების და დასრულების დრო მკაცრად არის გაკონტროლებული და განსაზღვრულია 45 წთ-ით თუმცა თუ საგნობრივი საათობრივი დატვირთვა იძლევა ამის შესაძლებლობას პედაგოგს შეუძლია გაწყვილებული გაკვეთილი გამოიყენოს და თემის განხილვას დაუთმოს 90 წთ-ი. სტანდარტული
გაკვეთილის გეგმის დაწერა
თანამედრო სქემის მიხედვით
ევალება ყველა პრაქტიკოს
და უფროს მასწავლებელს.
სტანდარტულ გაკვეთილს აფასებს
მასწავლებელთა შიდა შეფასების
ჯგუფი პრაქტიკოს და უფროს პედაგოგს
ევალება შენარჩუნების და წინსვლისთვის დაგეგმოს
და ჩაატაროს გაკვეთილი, ხოლო უფროს პედაგოგს
დამატების ასევე უწევს ხუთი სტანდარტული
გაკვეთილის გეგმის შედგენა
და ერთი გეგმის შეფასება
გარე დაკვირვებისთვის, თუ ისინი კარიერულ სქემაში წინსვლას და კატეგორიაზე ანაცვლებას გადაწყვეტენ. სტანდარტული გაკვეთილის
გეგმის ნიმუში 2017 წლის სექტემბრიდან შემდეგი
ფორმით არის დამტკიცებული.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:
საგანი:
სწავლების საფეხური/კლასი:
გაკვეთილის თემა:
გაკვეთილის მიზანი:
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
|||||
2
|
|||||
3
|
|||||
4
|
|||||
5
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები
თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
ხელმოწერა:
თარიღი:
2. სამფაზიანი გაკვეთილის
გეგმა - აღწერს კონკრეტულ
გაკვეთილს დაწყებიდან დასრულებამდე.
გაკვეთილი აუცილებლად უნდა შესდგებოდეს სამი ეტაპისაგან.
·
გამოწვევა
(მოსწავლეებში
მოტივაციის გაზრდა) რომელიც გულისხმობს
არსებულ თემაზე, საკითხზე
მოვლენაზე ცოდნის, განცდების,
შთაბეჭდილებების გააქტიურებას. მასწავლებელი
მოსწავლეებს სხვადსხვა მეთოდების
დახმარებით ახსენებინებს შესწავლილ
საკითხებს, მოსწავლე იწყებს
ფიქრს, ხდება მოსწავლეთა
გააქტიურება, ინტერესის გაზრდა,
რაც მოსწავლეს აპროვოცირებს
და განაწყობს ახალი საკითხისადმი ინტერესით.
·
სიღმისეული წვდომა
(ახალი მასალის მიწოდება) -იგი შესაწავლი
მასალის შინაარსის გაგებასა
და აღქმას უწყობს
ხელს. მოსწალე ეცნობა
ახალ ინფორმაციას ტექსტის
წაკითხვის, აუდიო და ვიდეო მასალის
გაცნობის, ცდების ჩატარების,
აქტიური ლექციის საშუალებით.
ამ ეტაპზე ხდება არსებული ინფორმაციის
და ახალი ინფორმაციის
შეჯერება. სიღმისეული წდომის
უპირველესი ამოცანაა ,,გამოწვევის
ფაზაზე“ გაღვივებული ინტერესის
შენარჩუნება და განტკიცება.
·
რეფლექსია
(გამთლიანება)
მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ
და ახლად მიღებულ
ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა.
გაკვეთილის სამივე
ეტაპი გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს გაკვეთილის
გეგმაში.
გაკვეთილის გეგმის
შედგენისას მასწავლებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა
წინარე ცოდნა.
მათი ასაკობრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ყოველივე
საშუალებას მისცემს პედაგოგს
ეფექტურად დაგეგმოს გაკვეთილი.
3. სამოდელო გაკვეთილის
გეგმა:
სქემის მიხედვით
არსებობს ოთხი ტიპის გაკვეთილის გეგმა ესენია:
·
ინტეგრირებული;
·
პრობლემაზე ორიენტირებული;
·
ინოვაციური;
·
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული.
სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვისას
მასწავლებეს მოიწევს გაითვალისწინოს რომ გარდა შეფასების
ჯგუფის წევრებისა მოუწევს
მოიწვიოს სხვა კოლეგებიც,
გაითვალისწინოს და გაკვეთილზე
გამოიყენოს განსაკუთრებული დიდაქტიკური
ხერხები და მეთოდები,
ასევე იზრუნოს საკლასო
ოთახში სასწავლო რესურსების
განლაგებაზე და ა.შ.
·
ინტეგრირებული გაკვეთილის
გეგმა მოიცავს ორი სხვასხვა საგნის
მისაღწევი შედეგების ლოგიკურ
კავშირს. მასწავლებელს აღწერილი აქვს ესგ-ეს სტანდარტით
მისაღწევი შედეგი თვითეულ
საგანში და ორივე საგნის შედეგის
გათვალისწინებით შედგენილი აქვს გაკვეთილის
მიზანი, რომლითაც გადის ორივე შედეგზე.
ინტეგრირებულ გაკვეთილს ახალი
სქემის მოთხოვნების შესაბამისად
ატარებს მხოლოდ ერთი პედაგოგი. გაკვეთილის
ხანგრძლივობას განსაზღვრავას პედაგოგი.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელს
უფლება აქვს გაკვეთილს
დაუთმოს 45 წუთიდან
90 წუთამდე დრო.
·
პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი
პრობლემაზე ორიენტირებული
სწავლების არსი ის არის, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს
დაანახოს საკითხი, პრობლემა,
რომელიც მრავალგავრი მიდგომითა
და გზით შეიძლება
გადაიჭრას, რომელიც სჭიროებს
ძიებას, ალტერნატივების დაშვებას
და იდების ჩამოყალიბება-განვითარებას. პრობლემური
გაკვეთილის გეგმაში აუცილებლად
უნდა იყოს მოცემული
პრობლემის გადაჭრის შედეგი
ეტაპობრივი გზები:
1.
მოსწავლეების
მიერ პრობლემის გააზრება;
2.
პრობლემის დანაწევრება და მათი პრიორიტეტებად
დალაგება;
3.
პრობლემის გადაწყვეტის მიზნით
არსებული ცოდნის ინფორმაციის
მოძიება და შერჩევა;
4.
ინფორმაციის
გენერირება, პრობლემის გადაჭრის მიზნით
ალტერნატიული გზების ძიება;
5.
პრობლემის ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება
და გაზიარება;
6.
პრობლემის გადაჭრის იდეის მოძიება ჩამოყალიბება
და წარფგენა.
·
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ესგ-ში
მოცემული ცხრა გამჭოლი
კომპეტენციიდან ერთ-ერთი შედეგზე
გასვლის შესაძლებლობას. რომელი
კომპეტენციებია მოცემული ეროვნული
სასწავლო გემის მოქმედ
რედაქციაში?
ესენია:
1. წიგნიერება;
2. მედიაწიგნიერება;
3. რაოდენობრივი წიგნიერება;
4. ციფრული წიგნიერება;
5. ეკოლოგიური წიგნიერება;
6. მრავალენობრივი (პლულირინგვული) კომპეტენცია;
7. სემიოტიკური კომპეტენცია
8. სწავლის სწავლა;
9. სამოქალაქო და სოციალური კომპეტენცია.
ახალი ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით არსებულ
კომპეტენციებს შეიძლება დაემატოს
კიდევ ოთხი კომპეტენცია:
1.
ეთიკა როგორც კომპეტენცია;
2.
მეწარმეობრივი
კომპეტენცია;
3.
ჯანსაღი ცხოვრების წესი;
4.
შემოქმედებითი
და კრიტიკული აზროვნება.
·
ინოვაციური გაკვეთილის
გეგმა - თავისი შინაარსიდან
გამომდინარე გულისხმობს ახალი მიგნებების დახმარებით
დაგეგმილ გაკვეთილს, ეს შეიძლება იყოს ახალი მეთოდი,
აქტივობა, რესურსი, რომლის
გამოყენებაც გაკვეთილზე წარმოადგეგნს
სიახლეს, ასეთი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვისას
პედაგოგს მოუწევს წინასწარ
გათვალოს მეთოდის, აქტივობის
თუ რესურსის ეფექტურობა,
გაკვეთილის მიზნის მიღწევაზე
და მოსწავლეთა შედეგზე.
დაგეგმისას როგორ შეარჩიოს მასწავლებელმა
გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები?
გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები
მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს
მიზნის შესაბამისად:
·
სწავლების სტრატეგია, რომელიც
მასწავლების როლზე აკეთებს
აქცენტს, პირდაპირი სწავლების სახელითაა
ცნობილი. ამდროს ცოდნა მასწავლებლის გავლით
გადაეცემა მოსწავლეს. პიდაპირი
სწავლების მეტად გავრცელებული
ფორმაა ლექციური ტიპის გაკვეთილი.
პირდაპირი სწავლება ეფექტურია:
Ø როცა გვსურს
მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ
ფაქტობრივი და დიდი მოცულობის მასალა;
პირდაპირი სწავლების
გამოყენება არაეფექტურია:
Ø რადგან ამ დროს მოსწავლეები
პასიურები არიან და დაბალია მათი ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში;
Ø მოსწავლეებში მაღალი
სააზროვნო უნარების განსავითარებლად.
·
არაპირდაპირი სწავლების
დროს კი მოსწავლე
სასწავლო პროცესის აქტიური
მონაწილეა, ისინი მასწავლებლის
დახმარებით თავად აგებენ
ცოდნას.
არაპირდაპირი სწავლების გამოყენება
ეფექტურია:
Ø რადგან ხელს უწყობს მოსწავლეთა
გააქტიურებას და ჩართულობას;
Ø ხელს უწყობს
მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებას;
Ø ხდის მოსწავლეს
მოტივირებულს, მოიძიოს ინფორმაცია,
დაახარისხოს, გაანალიზოს, შეაფასოს, განაზოგადოს;
Ø მოსწავლეებს უვითარებს
კვლევა-ძიებისა და დამოუკიდებლად
მუშაობის უნარებს.
გაკვეთილის
დაგეგმვისას გაითვალისწინეთ ეს ორივე სტრატეგია
მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს
ერთსა და იმავე გაკვეთილზე.
გაკვეთილის
დაგეგმვისას მასწავლებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს რომელ
-ინდუქციურ თუ დედუქციურ,
მიდგომას დამოიყენებს.
დედუქციური
მიდგომის დროს გაკვეთილის
დასწაყისში გამოყენებულია ზოდაგი
ცნებების განხილვა. ხოლო ინდუქციური
მიდგომების დროს კი მასწავლებელი გაკვეთილს
იწყებს კონკრეტული მაგალითების
განხილვით.
რა ძირითადი
კომპონენტებისგან უნდა შესდგებოდეს
გაკვეთილის გეგმა?
·
თემა;
·
მიზანი; (შესაბამისი ესგ-ეს
სტანდარტის შედეგთან)
·
აქტივობები
(შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან);
·
სასწავლო მეთოდები (შესაბამისი
აქტივობებთან);
·
სასწავლო რესურსები;
·
თვითეული აქტივობისთვის საჭირო
დრო;
·
კლასის ორგანიზების ფორმები;
·
თვითეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო
შედეგი;
·
შეფასება - გაკვეთილის განმავლობაში
მიღებული ცოდნის შეფასების
კონკრეტული მეთოდები;
·
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგბი;
·
თვითშეფასება.
გაკვეთილის გეგმის თემის განსაზღვრა ტრენინგზე
განხილული თემების შესაბამისად.
რომელი თემები განვიხილეთ
ტრენინგზე?
ტრენინგზე განხილეთ შემდეგი
თემები:
·
ძალადობა;
·
ბულინგი;
·
ბავშვზე ძალადობა;
·
ოჯახური ძალადობა;
·
ვიქტიმიზაცია;
·
სტიგმა და სტერეოტიპი;
·
ეფექტური კომუნიკაცია;
·
კონფლიქტი;
·
ტოლერანტობა;
·
ბავშვათა უფლებები;
·
კულტურათა დიალოგი;
·
ბულინგის პრევენცია;
·
მასლოუს საჭიროებათა იერარქია.
·
სკოლა, ოჯახი, საზოგადოება.
·
ალბერტ ბანდურას ,,სოციალურ - კოგნიტური თეორია“
ასევე მასწავლებლებს მოუწევთ
გაკვეთილის დაგეგმვის დროს გამოიყენონ ტრენინგზე
განხილული და გამოყენებული
მეთოდები.
გაკვეთილი საერთოდ რომ
შეფასდეს, მასწავლებელს მოუწევს
გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა
ესგ-ეს სტანდარტთან. ნებისმიერი
გაკვეთილის გეგმა რაც არუნდა სრულყოფილად
იქნას შედგენილი ის უნდა მოდიოდეს
შესბამისობაში ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტან წინააღმდეგ
შემთხვევაში არ შეფასედება.
გაკვეთილის
დაგეგმვა რამდენად სწორად
წარვმართეთ? ამ კითხვაზე
პასუხი მოიძებნება თუ გაკვეთილის დაგეგმვის
დროს გავითვალისწინებთ გაკვეთილის
შეფასების სტანდატიზირებულ რუბრიკას
კერძოდ გაკვეთილის გეგმა უნდა მოიცავდეს
ორ ძირითად მიმართულებას:
1.
სასწავლო გარემო:
რომელიც ასევე ჩაშლილია
შემდეგ ქვეპუნქტებად:
1.1. ურთიერთპატივისცემისა
და
ურთიერთგაგების
ხელშემწყობი
გარემო
v მასწავლებელსა და
მოსწავლეს შორის
კეთილგანწყობილი და
თანასწორობაზე აგებული
ურთიერთობა.
v ·პატივისცემით გამსჭვალული საუბარი,
აქტიური მოსმენა.
v მრავალფეროვნების, ეთნიკური,
რელიგიური თუ
კულტურული განსხვავების,
აღიარება, ტოლერანტობა
და მასთან
დაკავშირებული აქტივობების
წახალისება.
v განსხვავებული აზრის
მიღება და
პატივისცემა.
1.2. კლასის
მართვა
v მოსწავლეებმა იციან
ქცევის წესები
და იცავენ
მათ (წესების
დაცვის პასუხისმგებლობის დელეგირება).
v მოსწავლეებმა კარგად
იციან დაგეგმილი
აქტივობების შესაბამისი
წესები და
იცავენ მათ.
v მასწავლებელი და
მოსწავლეები საგაკვეთილო
აქტივობების ცვლილებისას
დროს არ
კარგავენ.
1.3. სასწავლო
რესურსი
v რესურსის ეფექტიანი
(მიზნობრივი) გამოყენება.
v მოსწავლეებისათვის სასწავლო
რესურსის თანაბარი
ხელმისაწვდომობა და
უსაფრთხო გამოყენება.
v ავეჯის (როგორც
რესურსის) საკლასო
აქტივობების შესაბამისად
განლაგება.
v ყველა მოსწავლის
(მათ შორის,
სსსმ მოსწავლეების)
ინდივიდუალური საჭიროებების
გათვალისწინებით სასწავლო
რესურსის მომზადება.
2.
სწავლება:
რომელიც შესდგება
შემდეგი ქვეპუნქტებისაგან:
2.1. მოსწავლეებთან
კომუნიკაცია
2.1. ა.
სასწავლო
მიზნებისა
და
შინაარსის
განმარტება
v გაკვეთილის მიზნის
სიცხადე (მკაფიოობა)
v კონცეფციების, ცნებების,
წესების და
ა.შ.
მკაფიო/ზუსტი
განმარტება.
v საგნობრივი შინაარსის
უშეცდომოდ გადმოცემა.
v ინფორმაციის ორგანიზება.
v სამეტყველო ენის
მრავალფეროვნება12 და
კორექტული გამოყენება
(უცხოური ენების
შემთხვევაში - სწორი
მახვილები სიტყვებში).
v საუბრის ტემპის,
ინტონაციის, კომუნიკაციის
არავერბალური საშუალებების
ეფექტური გამოყენება.
2.1. მოსწავლეებთან
კომუნიკაცია
2.1. ბ.
ინსტრუქციები
აქტივობებისთვის.
v სასწავლო აქტივობებისთვის გაკვეთილის
სპეციფიკის გათვალისწინებით გაცემული
მკაფიო ინსტრუქციები.
v სპეციალური, ადაპტირებული
ინსტრუქციები
2.2. სწავლების
სტრატეგიები
v განსხვავებული სააზროვნო
დონეების აქტივაციის
მიზნით გამოიყენება
სხვადასხვა ფორმისა
(ღია და
დახურული) და
ტიპის შეკითხვები
(მაგალითად, დამაზუსტებელი, მიმანიშნებელი, შემაჯამებელი
და ა.
შ.).
v კითხვის ტიპისა
და სირთულის
მიხედვით, პასუხის
მოსაფიქრებლად დრო
სწორად არის
განსაზღვრული.
v გაკვეთილზე გამოყენებული
სტრატეგიები მიზნის
შესაბამისია.
v სტრატეგიები წინასწარ
მომზადებულია, კარგად
დაგეგმილი, (შეიძლება
სპონტანურადაც წარიმართოს,
თუმცა არ
უნდა იყოს
ქაოტური)
v მოსწავლეების მოსაზრებები
და არგუმენტები
ეფექტიანად არის
გამოყენებული მსჯელობის
პროცესში.
v სტრატეგიის გამოყენების
დროს მასწავლებელს
ეკისრება ფასილიტატორის როლი
2.3. მოტივაცია
და
ჩართულობა
v გაკვეთილი ხალისიანია,
გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები.
v მთელი
გაკვეთილის მანძილზე
მოსწავლეები (მათ
შორის სსსმ
მოსწავლეები) აქტიურად
არიან ჩართულები
საგაკვეთილო პროცესში,
მაშინაც, როდესაც
დავალებები შეესაბამება
მაღალ სააზროვნო
დონეს.
v გაკვეთილის მიმდინარეობა
დინამიურია, ტემპი
ოპტიმალურია: არც
ნელი და
არც სწრაფი.
v მოსწავლეები
ამჟღავნებენ ინტერესს,
ცდილობენ პრობლემების
გადაწყვეტას.
2.4.
სწავლების
დროს
შეფასების
გამოყენება
v მოსწავლეებმა იციან
შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკა.
v მასწავლებელი სისტემატურად
ამოწმებს მოსწავლეების
მიღწევებს სხვადასხვა
მეთოდით: ზეპირი
ან წერითი
გამოკითხვა, პრეზენტაცია,
კითხვების დასმა
და ა.შ..
v მონიტორინგის საფუძველზე
მასწავლებელი მოსწავლეებს
რეგულარულად აწვდის
უკუკავშირს.
v მასწავლებელი ეფექტურად
იყენებს შექებას
და წახალისებას.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური
ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად
შეფასებულად ჩაითვლება,
თუ ის
დააგროვებს ქულათა
ჯამური რაოდენობის
75%-ს, ანუ მინიმუმ
24 ქულას.
გაკვეთილი საერთოდ არ შეფასდება თუ გაკვეთილის მიზანი
არ შეესაბამება ერვონული
სასწავლო გეგმის სტანდარტის
შედეგებს.
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაითვალისწინოს და ჩატარებული გაკვეთილიდან 2 დღის ვადაში ატვირთოს გაკვეთილის რეფლექსია. რომლის შედგენისას პასუხი უნდა გასცეს შედეგ კითხვებს.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების სქემა
|
დიახ - 1 ქულა, არა -
0 ქულა
|
Ø
მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს;
Ø
მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის;
მისაღწევად
|
Ø
მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების
მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას, აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილებების
აუცილებლობას;
Ø
მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო
დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს;
|
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ
ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.
|
მასალები შედგენილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებულ ინფრმაციულ წყაროებზე დაყრდნობით.
2018 წლის 19 მარტი
მადლობთ, საინტერესო ინფორმაციაა,
ОтветитьУдалитьმაინტერესებს, არსებობს თუ არა სამოდელო გაკვეთილის გეგმის დამტკიცებული ფორმა, ისე როგორც სტანდარტული გაკვეთილის გეგმის ფორმაა?