ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო განათლების სწავლებისას მასალა ტრენერისთვის 2018 I დღე 1. მონაწილეთა გაცნობა; ტრენინგის მიზნების გაცნობა; დღის წესრიგის გაცნობა. ტრენერი ესალმება მონაწილეებს და წარადგენს საკუთარ თავს. ის სთხოვს მონაწილეებს 1-2 წინადადებით წარუდგინონ თავი ჯგუფს, სამად გაკეცილ თაბახის ფურცელზე დაწერონ თავისი სახელი და დადონ მაგიდაზე. ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს ფილმს 21-საუკუნის განათლება http://www.ict.tpdc.ge/video/113 და სთხოვს თქვან რა ძირითად გზავნილებს შეიცავს ფილმი. ეს გზავნილებია: მსოფლიო იცვლება, მუდმივ განვითარებას განიცდის. განათლებამ ფეხი უნდა აუწყოს ამ ცვალებადობას, რათა ახალგაზრდებს მისცეს მსოფლიოში სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება. ტრენერი უხსნის მონაწილეებს ტრენინგის მიზნებს, აცნობს განსახილველ თემებს და პირველი დღის წესრიგს. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების საკითხი განხილული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკი...